ფეხბურთი

17:38 | 25.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალბერტო ბუენო “პორტუში” ითამაშებს

“რაიო ვალიეკანოს” 27 წლის თავდამსხმელი ალბერტო ბუენო კარიერას “პორტუში” განაგრძობს. ეს ინფორმაცია პორტუგალიური კლუბის პრეზიდენტმა, პინტუ და კოშტამ დაადასტურა.

ალბერტო ბუენო მადრიდის “რეალის” სკოლის აღზრდილია. 2009-2013 წლებში ის “ვალიადოლიდში” გამოდიოდა, რის შემდეგაც “რაიოს” მიაშურა. ბოლო ორ სეზონში ლა ლიგაში ჩატარებულ 72 შეხვედრაში მან 28 გოლი გაიტანა. აქედან 35 თამაში და 17 გოლი მიმდინარე სეზონზე მოდის.

ესპანელი ფეხბურთელის კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ის “პორტუში” უფასოდ გადავა.

0.122218