ფეხბურთი

17:19 | 25.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძეს სამშაბათს დააჯილდოვებენ

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების და “ემპოლის” თავდამსხმელს ლევან მჭედლიძეს 27 მაისს დააჯილდოვებენ.

ინტერნეტპორტალ pianetaempoli.it-ის ინფორმაციით, ქართველ ფეხბურთელს სერია A-ს არსებობის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლის გატანისთვის დააჯილდოვებენ. მან “სასუოლოსთან” საშინაო მატჩში მეტოქის კარი 13,2 წამში აიღო.

მანამდე, რეკორდი სერბ ფორვარდ პრედრაგ მიატოვიჩს ეკუთვნოდა, რომელმაც “ფიორენტინაში” ასპარეზობის დროს “ბოლონიას” გოლი 14 წამში გაუტანა.

მიმდინარე სეზონში 25 წლის ფეხბურთელმა “ემპოლიში” 24 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

0.117215