ფეხბურთი

17:29 | 25.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალვესი: “ამჟამად, ჩემი “ბარსელონაში” დარჩენა გამორიცხულია”

კატალონიის “ბარსელონას” მარჯვენა მცველმა, დანი ალვესმა, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა. ბრაზილიელი მარჯვენა მცველის თქმით, მას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, მაგრამ თუ არაფერი შეიცვალა, ის კლუბს აუცილებლად დატოვებს.

“გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. რამდენიმე ვარიანტს განვიხილავ. საბოლოოდ ყველაფერი ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გაირკვევა.

ვამჩნევ, რომ კლუბში სათანადოდ არ მაფასებენ და როდესაც ასეთი რამ ხდება, გადაწყვეტილების მიღების დრო დგება.

კლუბში დარჩენა კვლავ მინდა, მაგრამ ამას ნებისმიერ ფასად არ გავაკეთებ. საუბარი არა ფულზე, არამედ ჩემ მიმართ გამოხატულ პატივისცემაზეა. პრეზიდენტს ვესაუბრე და მას ვუთხარი, თუ რა პირობებია საჭირო ჩემ შესანარჩუნებლად.

ამჟამად შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩემი “ბარსელონაში” დარჩენა გამორიცხულია. თუმცა, ვნახოთ, რა მოხდება მომავალში. კლუბის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი მესაუბრა, მაგრამ გადაწყვეტილებას არჩევნებამდე მივიღებ.” – აცხადებს ალვესი, რომელსაც “ბარსელონასთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება.

0.112894