იტალიური "მილანის" ვიცე-პრეზიდენტი ადრინო გალიანი მადრიდში მიფრინავს. "როსონერის" მაღალჩინოსმა იტალიურ მედიას განუცხადა, რომ ესპანეთის დედაქალაქში მხოლოდ კარლო ანჩელოტისთან შესახვედრად არ მიემგზავრება.
"მადრიდში სხვა მიზეზების გამოც მივდივარ, არამხოლოდ ანჩელოტის გამო", - თქვა გალიანიმ.
თავის მხრივ, "რეალის" იტალიელმა თავკაცმა "მილანში" დაბრუნება ამ დროისთვის გამორიცხა.
"ჩემი მომავალი ნათელია - ან "რეალში" ვრჩები, ან ერთი წლით დავისვენებ", - განაცხადა ანჩელოტიმ.
ბოლო პერიოდში იტალიური მედია აქტიურად იუწყება ანჩელოტის "სან სიროზე" შესაძლო დაბრუნების შესახებ.
იგი იტალიურ გრანდს 2001-2009 წლებში ერთხელ უკვე ავარჯიშებდა.