თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის “აჟენმა”, საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონის, Top 14-ში ასასვლელი პლეი ოფის გადამწყვეტ მატჩში ტარიელ რატიანიძის “მონ-დე-მარსანი” 16:15 დაამარცხა და მომავალ ჩემპიონატში უძლიერესთა შორის ითამაშებს.
სამწუხაროდ, ქართველ მორაგბეებს თამაშში მონაწილეობა არ მიუღიათ. “მონ-დე-მარსანმა” პირველ ტაიმში ერთი ლელო გაიტანა და გარდასახვა გამოიყენა, ორი ჯარიმა გაუშვა და 7:6 დაწინაურდა. თამაში რომ განახლდა მათ ჯარიმა გაიტანეს, მაგრამ “აჟენმა” 46-ე წუთზე ლელო გაიტანა და ზუსტი გარდასახვიდან 10 წუთში ჯარიმაც გაიტანა (10:16). “მონ-დე-მარსანმა” 78-ე წუთზე ლელო გაიტანა და გარდასახვა რომ გამოეყენებინა Top 14-ის საგზურს მიიღებდა, მაგრამ დარტყმა არაზუსტი იყო და “მონ-დე-მარსანი” Pro D2-ში რჩება.