იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთმა გრანდმა "მილანმა" 2014-2015 წლების სეზონი მთლიანად ჩააგდო. გუნდმა ევროსაგზურის მოპოვება ვერ შეძლო და ახლა მხოლოდ მომდევნო სეზონის იმედზეღა თუ იქნება.
უკვე კარგა ხანია "როსონერის" მთავარი მწვრთნელის ირგვლივ ბევრი დაიწერა და ითქვა, გაიჟღერა სხვდასხვა საინტერესო გვარმაც.
ლომბარდიელთა ამჟამინდელი თავკაცი კი ახლო წარსულში გუნდის ლეგენდა ფილიპო ინძაგია, რომელსაც სამწვრთნელო კარიერაში სადებიუტო სეზონი აქვს.
ინძაგის "მილანი" - "ტორინოს" მატჩისას შავ-წითელთა ქომაგებმა ერთობ საინტერესო ტრანსპარანტი გადმოუფინეს, რომელზეც ეწერა:
"პიპო, ეს "მილანი" არ გიმსახურებს" - ამოიკითხავთ ბანერზე.
როგორც ჩანს, "მილანის" ქომაგები გამოსავალს არა მწვრთნელის ცვლილებაში, არამედ ახალი ფეხბურთელების დამატებაში ხედავენ.
"მილანი" იტალიის სერია A-ს დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, 49 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება.