ფეხბურთი

14:50 | 25.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ყველაზე ახალგაზრდა, მაგრამ გამარჯვებული მწვრთნელები...

"ამბობენ, რომ გამოცდილება აუცილებელია ტიტულების მოსაგებად, მაგრამ ჩემი მაგალითი საპირისპიროზე მეტყველებს", - განუცხადა გორის "დილას" 25 წლის თავკაცმა უჩა სოსიაშვილმა უეფას ოფიციალურ ვებგვერდს. სოსიაშვილი ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია, რომელიც ჩემპიონი გახდა, თუმცა იგი პირველი მწვრთნელი არაა, ვინც 30 წლამდე შეძლო საკუთარი გუნდის გაჩემპიონება.

მადრიდის "რეალი" 1931-1932 წლების სეზონში უნგრელმა ლიპო ჰერტცკამ აჩემპიონა. მაშინ ჰერტცკა 28 წლის გახლდათ. ინგლისელმა ბობ ჰოუტონმა შვედური "მალმო" 1975 წელს 26 წლისამ აჩემპიონა.

უელსში ნაიჯელ ატკინსმა, რომელიც "ბანგორ სიტის" 28 წლის ასაკიდან წვრთნიდა, გუნდს ჩემპიონის ტიტული 1994 წელს მოუტანა. მაშინ ადკინსი 29 წლის იყო.

ისლანდიაში კი რიხარდურ იონსონმა "ფრამ რეიკიავიკი" 1951 წელს 22 წლისამ გააჩემპიონა. თუმცა იონსონი გუნდის მთავარ მწვრთნელობასთან ერთად მაშინ ფეხბურთელობასაც ითავსებდა.

ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელები, რომელთაც უეფას ტურნირები მოუგიათ:

ანდრე ვილაშ-ბოაში ("პორტუ", ევროპის ლიგა, 2010-2011 - 33 წლის და 213 დღის ასაკში)

ჯანლუკა ვიალი ("ჩელსი", თასების თასი, 1998 - 33 წლის და 308 დღის)

სვენ გორან ერიქსონი ("გიოტებორგი", უეფას თასი, 1982 - 34 წლის და 102 დღის)

ვიქტორ ფერნანდესი ("სარაგოსა", თასების თასი, 1995 - 34 წლის და 163 დღის)

ხოაკიმ რიფე ("ბარსელონა", თასების თასი, 1979 - 36 წლის და 101 დღის)

ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული მწვრთნელი:

პეპ გვარდიოლა ("ბარსელონა", ჩემპიონთა ლიგა, 2009 - 38 წლის და 130 დღის)

ყველაზე ხანდაზმული გამარჯვებული მწვრთნელები უეფას ტურნირებში:

რაიმონ გუტლასი ("მარსელი", ჩემპიონთა ლიგა, 1993 - 71 წლის და 231 დღის)

იუპ ჰაინკესი ("ბაიერნი", ჩემპიონთა ლიგა, 2013 - 68 წლის და 16 დღის)

სერ ალექს ფერგიუსონი ("მანჩესტერი", ჩემპიონთა ლიგა, 2008 - 66 წლის და 142 დღის)

სერ ბობი რობსონი ("ბარსელონა", თასების თასი, 1997 - 64 წლის და 85 დღის)

ჯო ფაგანი ("ლივერპული", ჩემპიონთა თასი, 1984 - 64 წლის და 79 დღის)

0.113188