საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები პირველ ოქტომბერს არ ჩატარდება.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტთან” საუბარში ეროვნული გუნდის პრესსპიკერმა ოთარ გიორგაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების თარიღი ჯერ არ დაზუსტებულა და ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე გაირკვევა.
“მსოფლიო სპორტის” ინფორმაციით, ყრილობა სავარაუდოდ 11 აგვისტოს მერე გაიმართება.