სხვა

12:18 | 25.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მოკრივე სახილ ალახვერდოვი ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა

საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრებმა 15-24 მაისს უკრაინის ქალაქ ლვოვში გამართულ ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე დიდ წარმატებას მიაღწია.

რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, ამ ასაკობრივ კატეგორიაში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა საქართველოს ნაკრების წევრმა – სახილ ალახვერდოვმა.

46 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჭაბუკმა მოკრივემ 4 მოწინააღმდეგე დაამარცხა, ფინალში კი რუმინეთის წარმომადგენელ სპორტსმენს სძლია.

ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ ბადრი ხუციშვილი (63 კგ) და არტიომ იორდანიანი (+80). სულ მედლებისათვის საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების 7 წევრი იბრძოდა.

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები ლვოვიდან 24 მაისს დაბრუნდა. წარმატებულ მოკრივეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე – შალვა გოგოლაძე, კრივის ფედერაციის წარმომადგენლები, გულშემატკივრები და ჟურნალისტები დახვდნენ.

დღეს, 15:00 საათზე ჭაბუკ მოკრივეებს მათ მწვრთნელებთან და კრივის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ტარიელ ხეჩიკაშვილი სამინისტროში შეხვდება და წარმატებას მიულოცავს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.136803