რაგბი

12:11 | 25.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

7-კაცამ ამსტერდამის ტურნირი მოიგო

საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა, რომელიც ევროპის გრან პრის სერიებისთვის ემზადება, ამსტერდამის საერთაშორისო, “ამსტერდამ სევენსის” ტურნირი მოიგო.

ქართულმა 7-კაცამ პირველ მატჩში ჰოლანდიური “ჰელს ბელსი” 53:0 დაამარცხა, ხოლო ფრანგულ “ლორიანს” 19:7 აჯობა და მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის დასკვნითი მატჩი გერმანიის “ბ” ნაკრებთან 10:12 დათმო, მეორე დღეს თასისთვის ბრძოლა გააგრძელა. ბიჭებმა მეორე დღის პირველ თამაშში ჰოლანდიურ “გოის” 38:7 მოუგეს. მერე ესპანურ “ბასკუე ქანთრის” 19:5 აჯობა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ჰოლანდიურ “ამსტელვენს” 31:5 მოუგო. ფინალში ქართველთა მეტოქე იტალიური კლუბი “3/4დმ”-ი იყო და საქართველოს ნაკრებმა ის 45:5 დაამარცხა, რის შემდეგაც ამსტერდამის პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული გახდა.

გოგონებს ამსტერდამში პირველ დღეს არ გაუმართლათ და სამივე თამაში დათმეს: ჰოლანდიურ “სუსიეს ლედიესთან” 0:20, ფრანგულ “პარიზ ლედიესთან” 5:17 და კანადურ “მაპლე ლეაფსთან” 0:50. მეორე დღე გოგონებმა კარგად დაიწყეს და პირველ თამაშში ნორვეგიულ “ნორვეგიან ვიკინგეთს” 7:5 მოუგეს. მაგრამ მერე რუმინეთთან 12:15 წააგეს და მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ თამაშში შოტლანდიურ “დამბუსტერს” 33:5 სძლიეს, ნახევარფინალში ვერ გავიდნენ.

0.148054