ფეხბურთი

12:01 | 25.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“შალკემ” დი მატეო დაითხოვა

გერმანული მედიის ინფორმაციით, “შალკემ” მთავარი მწვრთნელი რობერტო დი მატეო დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდი კი აღნიშნულ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს.

გელზენკირხენთა ხელმძღვანელობა იტალიელი სპეციალისტის მუშაობით უკმაყოფილო გახლავთ. გუნდმა ბოლო ათ მატჩში მხოლოდ ორი მოიგო. მართალია, დი მატეომ გუნდი ევროპა ლიგაზე გაიყვანა, თუმცა კლუბის მიზნები სულ სხვა გახლდათ.

რობერტომ “შალკე” გასული წლის ოქტომბერში ჩაიბარა, როდესაც ხელძღვანელობამ გუნდიდან იენს კელერი გაანთავისუფლა. დი მატეომ გერმანულ გუნდს 33 მატჩში უთავკაცა, გუნდმა 14 მოიგო, 7 ფრედ დაასრულა, ხოლო 12 შეხვედრაში მარცხი განიცადა, 42 გოლი გაიტანა, 45 კი გაუშვა. “შალკემ” საბოლოოდ სეზონი მე-6 ადგილზე 48 ქულით დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 13 ქულით ჩამორჩა.

0.11301