ტურინის “იუვენტუსის” 37 წლის მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული ფინალის შესახებ ისაუბრა.
“ბარსელონა” თითქმის უძლეველი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს. ჩვენ ვიცით, რომ ისინი უფრო ძლიერები არიან, მაგრამ ერთ მატჩში, ხშირად უძლიერესი ვერ იმარჯვებს. ჩვენ ცოტა გამართლება გვჭირდება. “ბარსას” დამარცხება რთული იქნება, მაგრამ შევეცდებით, ჩვენი კოზირები გამოვიყენოთ.”- განაცხადა ჯანლუიჯი ბუფონმა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 6 ივნისს ბერლინში გაიმართება.