ინგლისური მედიის ინფორმაციით, “ვესტ ჰემის” მთავარი მწვრთნელი სემ ელერდაისი “ნიუკასლთან” პრემიერლიგის ბოლო მატჩის შემდეგ თანამდებობას დატოვებს.
60 წლის ელერდაისს “ჩაქუჩებთან” კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს, კლუბის ხელმძღვანელობა კი მას ხელშეკრულებას არ უხანგრძლივებს.
“დიდი სემი” “ვესტ ჰემში” 2011 წელს დაინიშნა. მას შემდეგ მისმა გუნდმა 180 მატჩი ჩაატარა, აქედან 69 მოიგო, 44 ფრედ დაასრულა, ხოლო 67 მათგანში მარცხი განიცადა.