ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” გამართული ნაცუ ბაშო სენსაციური შედეგით დასრულდა. მაისის სუპერტურნირის გამარჯვებული მონღოლი სეკივაკე ტერუნოფუჯი გახდა, რომელმაც 12 მოგება და 3 მარცხი მოაგროვა და ოძეკის ტიტულამდე აღზევებაც გაინაღდა.
ტერუნოფუჯიმ დასავლეთის მე-6 მაეგაშირა აოიამას იორიკირით სძლია და უმთავრეს კონკურენტ ჰაკუჰოს აჯობა, რომელიც იოკოძუნათა ჯახში ჰარუმაფუჯისთან იორიტაოშით დამარცხდა. “დიდი ჩემპიონების” დარად, 11-11 მოგებით დაასრულა ბაშო ოძეკი კისენოსატომაც.
ნაცუ ბაშოს დასკვნითი დღე წარმატებული გამოდგა ქართველი სეკიტორებისთვის. ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ლევან გორგაძემ 6 მოგების წილ მე-9 გამარჯვება იზეიმა. დასავლეთის პირველი მაეგაშირას წოდების მქონე ქართველმა აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა ჰომარეფუჯის უვატენაგეთი სძლია.
ახლა, ტოჩინოშინი მომავალი ბანძუკეს (რეიტინგი) მოლოდინშია. საქმეის გახლავთ, რომ წინასწარი გათვლებით, გორგაძეს სანიაკუში (პირობითი კატეგორია, რომელშიც 4 უმაღლესი წოდების – იოკოძუნა, ოძეკი, სეკივაკე, კომუსუბი – მქონე სუმოისტები არიან გაერთიანებულნი) აღზევება ეკუთვნის, თუმცა, ვინაიდან კონკურენტიც არაერთი ჰყავს, გადაჭრით რაიმეს თქმა რთული იქნება.
მცირე უკუსვლა ელის თეიმურაზ ჯუღელს იგივე გაგამარუს, რომელმაც მინიმალური უარყოფითი ბალანსი (7 მოგება, 8 მარცხი) დააფიქსირა. ბოლო დღეს, ქართველმა სუმოისტმა აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა იოშიკაძე ოშიდაშით დაჯაბნა. შეგახსენებთ, რომ ტოკიოში გაგამარუ აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებით ირჯებოდა.
ნაცუ ბაშოს დასკვნითი დღის მიმოხილვა
გაგამარუს ორთაბრძოლა 4:10-დან, ტოჩინოშინის 7:20-დან
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კოტოშოგიკუს დააქვეითებენ სომუსუბიმდე და ტერუნოფუჯის გაუცვლის ადგილს. მიოგირიუს თუ კომუსუბიმდე დააქვეითებენ მაშინ ტაკარაფუჯიც და ტიჩიც დარჩებიან ისევ პირველი მეაგაშირები, თუ არადა მაშინ ტაკარაფუჯი უფრო შეძვრება სენიაკუში, აღმოსავლეთს უპირატესობა აქვს და მაგიტო. სენიაკუში ვერ მოხვდება სავარაუდოდ და ცუდი იქნება.
არაა მაგი მასე ბრატ, კოტოშოგიკუს არავინ არ დააქვეითებს ჯერ ოძეკიდან და მით უმეტეს კომოსუბიმდე...
ოძეკობა რო წაგარტვან მაგისთვის ორჯერ ზედიზედ უნდა გააკეთო მაკეკოში, ღიპუცას კიდე ჯერ ერთი აქვს და ახლა კადობანშია ჩაყენებული, ანუ მომდევნო ბაშოზეც უარყოფითი უნდა იჩალიჩოს და მაშინ დააქვეითებენ, თან დააქვეითებენ აუცილებლად სეკივაკემდე
მოკლედ ოძეკიმ ყოველ მეორე ბაშოზე რო აკეთოს 8-7-ები და მაგათ შორის ყველა ბაშოზე 0-15-ებით გათახსირდეს ოძეკობას სიცოცხლის ბოლომდე გაქაჩავს
არაფერი დიდი დათვლა არ ჭირდება, სეკივაკეების ადგილი ვაკანტურია რადგან ტერუნოფუჯი ოძეკი გახდება, ხოლო მიუგირიუ დაქვეითდება, შესაბამისად სეკივაკეების ადგილს მომავალ ბაშOზე ახლანდლი კომუსუბები, ტოჩიოზანი და იჩინოჯო დაიკავებენ. ხოლო გამოთავისუფლებული კომუსუბების ადგილს პირველი მაეგაშირები ტოჩინონიში და ტაკარაფუჯი. მიოგირიუს პირველ მაეგაშირამდე დააქვეითებენ
ჩემი აზრით ტოჩის აუცილებლად დააწინაურებენ კომუსუბამდე. რადგან ტერუნოფუჯი ოძეკი გახდება და ერთი სეკივაკეს ადგილი მაინც გათავისუფლდება, რასაც რომელიმე მოქმედი კომუსუბი შეავსებს (სავარაუდოდ ტოჩიოზანი). გამოთავისუფლებულ კომუსუბის ადგილს კი ერთერთი მაგეშირა შეავსებს, და ეს ერთი აუცილებლად ტოჩინოშინი უნდა იყოს, რადგან ურთიერთშეხვედრაშიც აჯობა და უფრო ძლიერი მოწინააღმდეგეებიც დაამარცხა სანიაკუდან.
ორი სეკივაკეს ადგილი თავისუფლდება და არა ერთის: ტერუნო ოძეკი ხდება, მარა მიოგირიუ ქვემოთ წამოვა... ორივე სეკივაკეს ადგილს ორი კომოსუბი შეავსებს - ეს ნაღდია...
ისიც ნაღდია რო ერთი კომოსუბი ტაკარაფუჯი იქნება უეჭველი, არმოსავლეტის 1-ლი მაეგაშირა იყო ეგ და ეგ პოზიცია დასავლეთის 1-ლზე (ტოჩი) ნახევარი ნაბიჯით წინ ითვლება...
ტოჩიმ რო ტაკარას მოუგო ეგ ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან ორივემ 9-6-ით დაამთავრა...
აი მეორე კომოსუბის ვის მიცემენ ეგაა საკითხავი... მიოგირიუმ 7-8 გააკეთა და უმეტეს შემთხვევაში როცა სეკივაკე მინიმალურ მაკეკოშს აკეთებს მხოლოდ კომოსუბიმდე აქვეითებენ, ამ შემთხვევაში ცხადია ტოჩი ვერ გახდება კომოსუბი და მხოლოდ აღმოსავლეთის 1-ლ მაეგაშირას დასჯერდება... და უეჭველი ასეც იზამდნენ ტოჩის რო 8-7 გაეკეთებინა...
მარა საწინააღმდეგოს იმედს მაძლევს ის რო ტოჩიმ 9-6 გააკეტა და კიდე ის რო მიოგირიუმ ტოჩისთანაც წააგო, ტაკარაფუჯისტანაც და ტოჩიოძანთან (მარტო იჩინოჯოს მოუგო) ანუ თავისი 4 მდევარიდან სამთან წააგო... ჰოდა იმედი მაქ რო მაგასაც მიაქცევენ ყურადღებას და ტოცის დასვამენ კომოსუბზე ხოლო მიოგირიუს ჩამოსვამენ 1-ლ მაეგასირაზე...
მოკლედ რო ვთქვა ტოჩის შანსებს დაახლოებით 75%-25%-ზე შევაფასებდი
ძალიან მაგარი ბაშო იყო მოულოდნელი დასასრულით (ჰაკუჰოს ზედიზედ 2 მარცხს ვგულისხმობ და არა ტერუნოფუჯის დამსახურებულ გამარჯვებას). ბარაქალა ტოჩის! იმედია, სუმოს მამები ადრინდელივით არ დაჩაგრავენ და სანიაკუში შეიყვანენ და მერე ტოჩიმ იქ ადგილი უნდა დაიმკვიდროს. გაგას რაც შეეხება, კარგია მაინც რომ მინიმალური მაკე-კოში დააფიქსირა და ტექნიკაზე იმუშავებს, აქვს იმის პოტენციალი რომ უფრო მაღლა ავიდეს ბანძუკეში. აქ ერთმა დაწერა და მეც იგივეს გავიმეორებ, არ მახსოვს ჰაკუჰოს ბაშოზე 4 ბრძოლა წაეგოს რადგან ეს მისთვის წარუმატებლობაა. სამაგიეროდ, კარგია რომ კონკურენცია იზრდება და მომავალი ბაშოც "გლეჯვა" იქნება!
მართლაც მაგარი ბაშო იყო, ტერუნოზე ვერ იტყვი რო არ დაიმსახურა.
ჰაკუჰოს ტრავმა იმედია მოურჩება, ტრავმიანი ჰაკუჰოც არ გვინდა.
იმედია ტოჩი სანიაკუში დარჩენას შეძლებს.
ისე მონღოლები არ თმობენ პირველობას. 4 უძლიერესი სუმოისტი აქედან სამი იოკოძუნაა ჰაკუჰო, ჰარუმაფუძი, კაკურიუ და აგერ კიდევ უკვე ოძეკი ტერუნოფუძი მონღოლები არიან. მონღოლები (მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეები) სულ 3 მლნ არიან (ჩინეთში 10 მლნ ცხოვრობს). გამოდის სუმო მონღოლების სპორტია. როგორც რამდენჯერმე შევესწარი ბევრი ტურნირი მოიგეს სამოყვარულო სუმოშიც. რუსეთში ტარდება ხშირად ტურნირები სამოყვარულო სუმოში და იქ ყოველთვის ლიდერები მონღოლები, ბელგარელები და ოსები (რუსეთის მოქალაქეები) არიან.
საოცრად მაგარი გამოვიდა ბაშოს დასკვნითი დღე. იოკუძუნათა ჯახი კი კუმინაცია იყო: ეს რა გააკეთა ამამ, ხელებქვეშ როგორ შეუძვრა და მერე ხელი გაუკავა ჰაკუჰოს, მაღალი კლასია რა. ტერუნოფუჯიზეც ალალია, დაიმსახურა ამ და ბოლო სამი ბაშოს ჯამში - მისი სუმო კი ნამდვილად ოძეკის დონისაა (იოკუძუნობის პერსპექტივით).
ტოჩის ვულოცავ და უფრო დიდ წარმატებებს ვუსრვებ - არ მეეჭვება რომ კომუსუბი იქება შემდეგ ბაშოზე.
გაგაც იხვეწება ნელ-ნელა (ჰატაკიკომით არ აგებს ყველა შერკინებას და მავაშში სუმოსაც სწავლობს) და იმედია კიდევ მოუმატებს - წარმატებები თეიმურაზს!
საოცრად მაგარი გამოვიდა ბაშოს დასკვნითი დღე. იოკუძუნათა ჯახი კი კუმინაცია იყო: ეს რა გააკეთა ამამ, ხელებქვეშ როგორ შეუძვრა და მერე ხელი გაუკავა ჰაკუჰოს, მაღალი კლასია რა. ტერუნოფუჯიზეც ალალია, დაიმსახურა ამ და ბოლო სამი ბაშოს ჯამში - მისი სუმო კი ნამდვილად ოძეკის დონისაა (იოკუძუნობის პერსპექტივით).
ტოჩის ვულოცავ და უფრო დიდ წარმატებებს ვუსრვებ - არ მეეჭვება რომ კომუსუბი იქება შემდეგ ბაშოზე.
გაგაც იხვეწება ნელ-ნელა (ჰატაკიკომით არ აგებს ყველა შერკინებას და მავაშში სუმოსაც სწავლობს) და იმედია კიდევ მოუმატებს - წარმატებები თეიმურაზს!
4 წაგება ჰაკუჰოსთვის კატასტროფაა, ბოლოს როდის წააგო 4 ბრძოლა რამდენი წელი არის გასული თუ იცით?
2012 წლის მაისში ქონდა 10 5 ზე ბალანსი... მაშინ ბებერმა კიოკუტენჰომ მოიგო... ისე ცნობისთვის ჰაკუჰოს იდაყვის ტრავმა აწუხებდა ამ ბაშოზე და მისი სუსტი გამოსვლაც ამან განაპირობა
კარგია ამ ბოლო დროს, წაგებას რომ მიაჩვიეს ჰაკუჰო თორე ინტერესი დაუკარგა ტიპმა ყველაფერს ეგ იგებდა და 1 შეხვედრასაც არ აგებდა ხოლმე ტურნირზე
ტოჩი ძიუროში რო იყო მაშინ დაჩაგრეს როგორც მახსოვს, იმედია ახლა გახდება კომოსუბი, როდის გამოქვეყნდება რეიტინგები ხო არ იცით?
არ დაუჩაგრავთ ჯურიოში...
რეიტინგები სადღაც ივნისის ბოლოს იქნება და მომდევნო ბაშო ივლისის შუაში
უუხხ გაასწორა
ტერუნოფუჯი ოძეკია, გადაწყვეტილია უკვე
ანუ სავარაუდოდ ის ვარიანტი დაჯდება რო ორივე კომოსუბი სეკივაკეზე აიწევს და ორივე 1-ლი მაეგაშირა კომოსუბიზე... და მიოგირიუს მაეგაშირა 1-ზე ჩამოწევენ...
მასვე "მიუჩოჩდებიან" ტაკაიასუ, იკიოი, ოკინოუმი, კაისეი...
მოკლედ მომდევნო ბაშო იქნებავაფშე ცოფიანი
წარმატებები ტოჩის
საღოლ ტოჩი, გილოცავ და უფრო დიდი მოგებები მოგველოცოს.
რაც შეეხება ტერუნას მართლდება ჩემი პროგნოზი, გაისად იოკოძუნად გაეძრობა რამე თუ არ შეემთხვა