ფეხბურთი

13:31 | 24.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნოიერმა კანის რეკორდი გააუმჯობესა

მას შემდეგ, რაც ბუნდესლიგის ბოლო, 34-ე ტურში “ბაიერნმა” შინ “მაინცი” 2:0 დაამარცხა, მიუნხენელების მეკარემ მანუელ ნოიერმა ბუნდესლიგის რეკორდი გააუმჯობესა.

2014-15 წლების სეზონში ნოიერმა გერმანიის ჩემპიონატში 32 მატჩი ჩაატარა და 20 შეხვედრაში გოლი არ გაუშვია. აქამდე რეკორდი “ბაიერნის” ლეგენდას, ოლივერ კანს ეკუთვნოდა, რომელმაც 2001-02 სეზონში 19 მატჩი ჩაატარა გოლის გაუშვებლად.

სულ, 2014-15 სეზონში, “ბაიერნმა” 34 შეხვედრიდან 22-ში გოლი არ გაუშვა, რაც ბუნდესლიგის ახალი რეკორდია.

0.11287