კალათბურთი

11:30 | 24.05.2015 | ნანახია 0 - ჯერ

“მეომრებმა” ტეხასში “ჰიუსტონი” გაანადგურეს (+VIDEO)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთი კონფერენციის ფინალური სერიის მესამე მატჩი გაიმართა. “ჰიუსტონი” საკუთარ დარბაზში “გოლდენ სტეიტთან” 80:115 განადგურდა.

“ოქროსშტატელებმა” მეტოქე ოთხივე პერიოდშე დაამარცხეს. ტეხასელთა განადგურების მთავარი შემომქმედი სტეფ კარი გახდლათ, რომელმაც 40 ქულა დააგროვა. კარიმ 9-დან 7 სამქულიანი, 10-დან 5 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო სროლა ჩააგდო. “ჰიუსტონში” 17 ქულით ჯეიმს ჰარდენი გამოირჩა.

“გოლდენ სტეიტი” სერიაში 3:0 დაწინაურდა და სუპერფინალს ერთო მოგება აშორებს. მეოთხე მატჩი ისე ტეხასში, 26 მაისს გაიმართება.

“ჰიუსტონ როკეტსი” – “გოლდენ სტეიტი” 80:115 (18:30, 19:32, 24:30, 19:23)

“ჰიუსტონი”: ჰარდენი (17 ქ.), სმიტი (16 ქ. 8 მ.), ჰოვარდი (14 ქ. 14 მ.), ბრიუვერი (13 ქ.), არიზა (7 ქ. 8 მ.), ჯონსი (6 ქ.), ტერი (4 ქ.), ჯონსონი (2 ქ.), კაპელა (1 ქ.)

“გოლდენ სტეიტი”: კარი (40 ქ. 7 პ. 5 მ.), ტომპსონი (17 ქ. 5 პ.), გრინი (17 ქ. 5 პ.), ბოგუტი (12 ქ. 12 მ.), ეზელი (10 ქ. 6 მ.), იგუადალა (6 ქ. 6 მ.), ლივინგსტონი (6 ქ.), რაში (3 ქ.), ლი (2 ქ.), ბარბოსა (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=fPDKQ8pJzXk

სერიის ანგარიში 0:3


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:39 | 11.10.2015
gio yvinchila (413)

ტორესი ხო გამოიყენა რასამბობ ან ეხლა ფალკაოსაც იყენებს რაა

15:27 | 11.10.2015
alejandro (44439)

მაურინიოსთან არასდროს მოიწყენ. თავის კარიერაში ურთულეს პერიოდში ის მაინც ახერხებს – როგორც მისი მტრის, იოჰან კრუიფის შვილმა ჟორდიმ თქვა ,,სპეციფიური იუმორის გრძნობის" შენარჩუნებას და ამაში ,,გაძეტა დელო სპორტისთვის" მიცემული ინტერვიუდან ფრაზები დაგვარწმუნებს. ჟოზემ ძველი ანტიპათიები გაიხსენა და გვარდიოლას, ბენიტესს, ვენგერს და ანჩელოტის გაჰკრა კბილი და არც რანიერი დავიწყნია, თუმცა კაპელოზე რატომღაც არაფერი უთქვამს (იტალიელმა ორიოდე დღის წინ აღნიშნა, 18 თვიანი გუნდები ყავსო – ავტ.)

გვარდიოლაზე:
,,თუ სამუშაო გიყვარს, შეუძლებელია იმდენი ინერვიულო, რომ თმები დაკარგო. შეხედეთ პეპს, ის თითქმის მელოტია"

ბენიტესზე:
,,6 თვე მისთვის საკმარისი გამოდგა, ევროპაში საუკეთესო გუნდი გაენადგურებინა"

ვენგერზე:
,,ყველა მწვრთნელი წნეხის ქვეშ ვიმყოფებით, ის კი ვერასდროს ვერაფერს იგებს, მაგრამ სამუშაო მაინც აქვს"

ანჩელოტიზე:
,,ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მხოლოდ ერთი მწვრთნელია, ვინც 3:0–ის შემდეგ წაგება მოახერხა" (ჟოზე მეორდება, მას მსგავსი კრუიფზეც უთქვამს: ,,იმისგან რჩევას ვერ მივიღებ, ვინც ერთადერთია ჩემპიონთა ლიგის ფინალი 0:4 რომ წააგო")

და რანიერის როგორც ,,დაბალ ღობეს" ყველაზე მეტი მოხვდა:
,,70 წლისას ევროპის სუპერთასი და კიდევ მგონი რაღაც ერთი თასი მოუგია. 5 წელია ინგლისშია და ,,დილა მშვიდობისა"/,,საღამო მშვიდობისას" ძლივს ამბობს,ნამეტანი ბებერია რომ შეიცვალოს"

იტალიელებმა ,,ჩელსის" კრიზისზეც დაუსვეს და პორტუგალიელმა უპასუხა: ,,არ ვიცი რა ხდება. ვერ დავმალავ და არც უარვყოფ, რომ შედეგები ძალიან ცუდია – ეს რეალობაა, მაგრამ გარწმუნებთ, ვმუშაობ და ვიბრძვი რაც შეიძლება მალე სიტუაციის გამოსასწორებლად"

12:30 | 11.10.2015
chamilo (33560)

Mატა,დებრუინი ყველაზე დიდი შეცდომა იყო,მატა კარგად ირჯებოდა ჩელსიში და ტყუილად გაუშვა,დე ბრუინს კი პრაქტიკულად არ მისცა შანსი და კუადრადო რისთვის იყიდა თვითონაც არ იცის ალბათ მოუ,მასაც არ ენდობოდა

12:42 | 11.10.2015
alejandro (44439)

როცა ჟოზე ჩელსიშიდაბრუნდა,მატა გახლდა წინა სეზონის ჩელსის საუკეთესო ფეხბურთელი.
ჟოზემ კი შანსი არ მისცა და მთელი პირველი წრე მიზერული სათამაშო დრო გამოუყო მატას.
იანვარში კი მანიუში საკმაოდ ძვირად, 37 მილიონ გირვანქად გაყიდა.
ასევე დე ბუინზეც გეტანხმები და ილტინტოპის მაგივრად ეგ უნდა იყოს სიაში. ან რანაირად უნდა გამოეყენებინა ჰამითა? ვის მაგივრად უნდა ეთამაშებინა რეალში?
პედრო ლეონი კი მხოლოდ იმის გულისთვის გააგდო რეალიდან(სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) ის შეხვდა თავის ყოფილ მწვრთნელს ხეტაფეში მიჩელ გონსალესს. რადგან მიჩელი მადრიდისტა არის,ჟოზე ეჭვებმა შეიპყრო რომ ლეონი აუცილებლად ინფორმაციის გასატანად შეხვდებოდა...

20:24 | 02.04.2016
NGoLo KaNte (36472)

+

13:06 | 11.10.2015
chamilo (33560)

Mოუს ბოლო წლებში ბევრი დიშლობა აქვს ნაკეთები,შურლეც არ ევასებოდა მოუს არადა ცუდად არ ირჯებოდა ჩელსიში მაგრამ ყველაფერს მოუს ვერ დავაბრალებთ,კაკა თვითონ ვერ ათამაშდა რეალში იმ ტრამვის გამო და ზოგადად ვერ შეეწყო რეალს,კასოს რაც შეეხება მართალია მოუს არ ევასებოდა დიდად კასო,იმ პერიოდში იკერს მართლაც კრიზისი ჰქონდა კარიერაში

20:25 | 02.04.2016
NGoLo KaNte (36472)

+

12:23 | 11.10.2015
alejandro (44439)

სათაური ძალიან არასწორია,ვერ გამოიყენა რას ქვია? გყავდა გუნდში და გიმტყუნა? ფორმაში არ იყო და ვერ თამაშობდა მოწოდების სიმაღლეზე?
განსაკუთრებით ეს სათაური არ შეესადაგება იკერ კასილიასს! 2010-11 და 2011-12 და 2012-13 წლის სეზონების პირველ წრეში კასო რეალის ძირითადი მეკარე იყო,ვიდრე არბელოამ არ გატრავმა კოპას 1/4 ფინალში ვალენსიასთან.
რას ქვია ვერ გამოიყენა? 2011-12 და 13 წლების იანვარში კასო ზედიდედ დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ(სულ 5 ჯერ ზედიზედ) და ეს მოხდა სწორედ ჟოზეს მწვრთნელობის დროს!
ასე რომ კასოს ამ ნომინაციაში შესვლა ძალიან არასწორი და უსამართლოა!...

დანარჩენებზე ვეთანხმები, კი ბატონო და სულ დეტალებში მახსოვს აქ ჩამოთვლილი თვითოეული რეალელი თუ რა და რა მიზეზების გამო ვერ ხვდებოდნენ ჟოზეს დროს რეალის ძირითადში...

12:13 | 11.10.2015
19.05.2012 (1717)

ჩამონათვლის უმეტესობა ნაგავია. ყველაზე მეტად კაკა და მატა მეცოდებოდნენ. კასილასმა კიდევ თავის თავს დააბრალოს რომ არც ჟოზემ და არც ანჩელოტიმ არ გამოიყენეს.

20:25 | 02.04.2016
NGoLo KaNte (36472)

+

0.063236