ფეხბურთი

20:57 | 23.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა დვალის უხვგოლიანი ფრე

თურქეთის სუპერლიგის 33-ე ტურში “ქასიმფაშამ” შინ ბოლოადგილოსან “ერქიესპორთან” ითამაშა. მატჩი 3:3 დასრულდა. მასპინძელთა ქართველი მცველი ლაშა დვალი მთელი სათამაშო დრო იმყოფებოდა მინდორზე. თურქეთის სუპერლიგის 18 გუნდიან ჩემპიონატში “ქასიმფაშა” 37 ქულით მე-11 ადგილზეა.

კვიპროსის პირველი დივიზიონის მეორე ექვსეულში ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. “აელმა” შინ 2:0 დაამარცხა “ნეა სალამინა,” რომლის შემადგენლობაში გიორგი პაპავამ სრულად ითამაშა. “ნეა სალამინას” კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი შოთა გრიგალაშვილი კვლავ ტრავმირებულია. შემდეგი სეზონიდან გრიგალაშვილი სხვა გუნდში ითამაშებს. “ნეა სალამინამ” პირველი დივიზიონის მეორე ექვსეულში 36 ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ასე რომ, გუნდი შემდეგ სეზონსაც პირველ დივიზიონში გაატარებს.

კვიპროსის პირველი დივიზიონის მეორე ექვსეულში მოასპარეზე “ოთელოსი” სტუმრად “აია ნაპას” დაუზავდა (2:2). “ოთელოსის” შემადგენლობაში ელგუჯა გრიგალაშვილს მთელი სათამაშო დრო დაეთმო. როინ კვასხვაძესა და ლევან ხმალაძეს არ უთამაშიათ, რომლებიც შემდეგ სეზონს პირველ დივიზიონში აღზევებულ “პაფოსში” გაატარებენ. რაც შეეხება “ოთელოსს,” კლუბმა სეზონი 25 ქულით ბოლო ადგილზე დაასრულა და მეორე დივიზიონში გავარდა.

0.119785