აკაკი გოგიამ გერმანიის საფეხბურთო მესამე ლიგაში მოასპარეზე “ჰალეშერში” ბოლო შეხვედრა ჩაატარა.
დასკვნით ტურში, “ჰალეშერმა” სტუმრად “ოსნაბრუკთან” 0:2 წააგო. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო. გოგია, რომელიც გერმანიის მოქალაქეა, კარიერას ინგლისი ჩემპიონშიპის “ბრენტფორდში” გააგრძელებს. მან ლონდონელებთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. “ჰალეშერმა” 53 ქულით 20 გუნდში მე-10 ადგილი დაიკავა.
“უნტერჰახინგი”, სადაც ლუკას ჰუფნაგელი გამოდის, მესამე ლიგიდან გავარდა. “უნტერჰახინგი” გასვლაზე “ერფურტთან” 0:1 დამარცხდა, ხოლო საქართველოს მოქალაქე ჰუფნაგელმა ორი ტაიმი ითამაშა. “უნტერჰახინგმა” სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილი დაიკავა.