“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა პორტუგალიელმა ჟოზე მოურინიომ ჩავი ერნანდესზე და ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა.
“ჩავი 16-17 წლის ბიჭი იყო, როცა გავიცანი. ის ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. დიდებული მოთამაშეა, მან “ოქროს ბურთი” დაიმსახურა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ ფინალს, ტურნირის გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის უფლება დამსახურებულად მოიპოვეს “ბარსელონამ” და “იუვენტუსმა”. ისინი ნახევარფინალში მეტოქე გუნდებზე უკეთესები აღმოჩნდნენ” – განაცხადა ჟოზე მოურინიომ.
ჩავი “ოქროს ბურთის” მოგებასთან 2-ჯერ იყო ახლოს, მაგრამ ნახევარმცველმა ორივეჯერ მესამე (2010, 2011) ადგილი დაიკავა. როგორც ცნობილია, 35 წლის ფეხბურთელი 6 ივნისს ბერლინში დანიშნული ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ “ბარსელონას” დაემშვიდობება და კარიერას ყატარულ “ალ სადში” გააგრძელებს.