ფეხბურთი

15:04 | 23.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

გრიგალაშვილისა და “ნეა სალამინას” გზები გაიყარა

შოთა გრიგალაშვილი მომავალ სეზონში კვიპროსულ საფეხბურთო კლუბ “ნეა სალამინაში” აღარ ითამაშებს. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი kerkida.net-ი იუწყება.

28 წლის ქართველი ნახევარმცველი “ნეა სალამინაში” ზამთარში “ომონიადან” გადავიდა და ახნას “ეთნიკოსთან” სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა. თუმცა, მისთვის ეს შეხვედრა ახალ გუნდში პირველი და უკანასკნელი აღმოჩნდა, რადგან ტრავმა მიიღო და დიდი დრო გაუცდა. გამოჯანმრთელების შემდეგ, ის ვარჯიშზე კვლავ დაშავდა და დაახლოებით ერთი თვის შემდეგ გამოჯანმრთელდება. ასეთ ვითარებაში “ნეა სალამინამ” გრიგალაშვილთა თანამშრომლობის გაგრძელება აღარ სურს. მასთან ერთად ხსენებულ კვიპროსულ კლუბში გიორგი პაპავაც გამოდიოდა.

0.126824