ფეხბურთი

13:27 | 23.05.2015 | ნანახია NaN - ჯერ

მერებაშვილს “ვერია”, “ატრომიტოსი” და “პანათოლიკოსი” ეპატიჟებიან

გიორგი მერებაშვილს სამი ბერძნული საფეხბურთო კლუბი “ვერია”, “ატრომიტოსი” და “პანათოლიკოსი” ეპატიჟება. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი sport24.gr-ი იუწყება.

“ატრომიტოს” და “პანათოლიკოსი” ხელფასის სახით მერებაშვილს წელიწადში 100000 ევროს სთავაზობენ. რაც შეეხება “ვერიას”, ბერძნულ პრესაში ამ კლუბის წინადადების დეტალები არ დასახელებულა. თუმცა, ცნობილია, რომ “ვერია” 28 წლის შემტევ ნახევარმცველს, რომელმაც გასული სეზონი ოფი-ში გაატარა, უკვე დაეკონტაქტა.

sport24.gr-ის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს, რადგან მას შეთავაზებები თურქული და ჩინური კლუბებიდანაც აქვს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065001