გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეორე მატჩი გაიმართა.
“ატლანტა” შინ “კლივლენდთან” 82:94 დამარცხდა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი გამოდგა, რომელიც “კავალერიამ” 30:17 მოიგო. “კლივლენდს” ტრავმის გამო კაირი ირვინგი ვერ დაეხმარა. გუნდს ტრადიციულად ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა, რომელსაც სამმა დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა (30 ქულა, 11 პასი, 9 მოხსნა). ჯორჯიელებმა მთლიანობაში ძალიან ცუდათ ითამაშეს, გუნდში ყველაზე მეტი 13 ქულა შროდერმა ჩააგდო. დევიდ ბლატის შეგირდები სერიაში 2:0 დაწინაურდნენ. მომდევნო, მესამე შეხვედრა ამჯერა კლივლენდში 25 მაისს გაიმართება.
“ატლანტა ჰოუქსი” – “კლივლენდ კავალიერსი” 82:94 (21:26, 28:28, 17:30, 16:10)
“ატლანტა”: შროდერი (13 ქ.), კორვერი (12 ქ.), ჰორფორდი (12 ქ.6 მ.), ტიგი (12 ქ. 6 პ.), მაკი (7 ქ.), ბაზერმორი (7 ქ.), სკოტი (6 ქ. 7 მ.), ქეროლი (6 ქ.), მილსაპი (4 ქ. 5 მ.), მუსკალა (2 ქ.), ანტიჩი (1 ქ.)
“კლივლენდი”:ჯეიმსი (30 ქ. 11 პ. 9 მ.), შამპერტი (16 ქ.), დელავედოვა (11 ქ. 6 მ. 4 პ.), მოზგოვი (10 ქ. 7 მ.), ჯონსი (9 ქ.), სმიტი (9 ქ.), ტომპსონი (7 ქ. 16 მ.), მერიონი (2 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=Jp7hqT-H0Tk
სერიაში ანგარიში 0:2