ჩოგბურთი

0:49 | 23.05.2015 | ნანახია 0 - ჯერ

შაფათავამ და გორგოძემ იტალიური ტურნირი მოიგეს

ქართველი ჩოგბურთელები სოფო შაფათავა და ეკატერინე გორგოძე იტალიის ქალაქ კასერტაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) გამარჯვებულები გახდნენ.

წყვილთა ტურნირში მე-4 ნომრად განთესილმა ქართველმა გოგონებმა საჩემპიონო გზაზე 4 მატჩი ისე მოიგეს, სეტიც კი არ დაუთმიათ. ფინალში შაფათავა და გორგოძე მე-3 რეიტინგის მქონე იტალიურ-თურქულ დუეტს (მატეუჩი-სოილუ) გადაეყარნენ და 6:0, 7:6 (8:6) სძლიეს.

ამით, გორგოძემ მცირე რევანში აიღო ერთეულთა ტურნირში მარცხისთვის. შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში გორგოძემ თურქ სოილუსთან 3:6, 6:4, 3:6 წააგო.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:46 | 27.09.2020
qomagi (1575)

წარმატებები გიორგი და მომავალ სეზონში პრიმერაში გვენახე. ნაკრებში ძირითადში უნდა იყოს, ლორიასავით ყლ...ობებს არ აკეთებს.

20:51 | 27.09.2020
lagashi (6738)

Nakrebshi mtavar mekared visurvebdi..

18:19 | 27.09.2020
O. Mertskhali (8101)

შარშან რომ ქენი, იმის უარესები უნდა ქნა - თან, სეზონის ბოლომდე ))

17:47 | 27.09.2020
KoRBeN DaLLaS (24842)

პრიმერაში გვენახე !!!

0.058263