ფოთის “კოლხეთისა” და “ზესტაფონის” ფეხბურთელები ლევან შენგელია და გიორგი ბერიძე კარიერას ევროპაში გააგრძელებენ. “მსოფლიო სპორტს” სამენეჯერო კომპანია Vision Foot-ის წარმომადგენელი საქართველოში ლაშა ჯაკობია ესაუბრა, რომლის დახმარებითაც მოხდა შენგელიასა და ბერიძის გასინჯვა ფრანგულ კლუბში.
“ბერიძე და შენგელია “ლილში” ძალიან მოეწონათ. ასაკიდან გამომდინარე ბერიძით უფრო დაინტერესდნენ, რადგან მას შეუძლია ჯერ დუბლებში დაიწყოს თამაში. ბერიძემ ფიზიკური ტესტები გაიარა და უკვე კონტრაქტის დეტალებზე მიდის საუბარი. ასევე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა შენგელიამ. ადრეც ვამბობდი ერთ-ერთი ბელგიური კლუბი მზად იყო შენგელიასთან ხელშეკრულების გასაფორმებლად.
მათ “ლილის” ამხანაგურ მატჩში მიიღეს მონაწილეობა. ამ მატჩს არამარტო ის ბელგიური გუნდი დაესწრო, რომელიც შენგელიას კონტრაქტს სთავაზობდა, არამედ კიდევ ერთი ფრანგული კლუბი. ასე რომ, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ახალ სეზონს შენგელია ბელგიურ ან ფრანგულ კლუბში დაიწყებს. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ სჯობს კლუბის დასახელება.
“ლილს” სურს ბერიძესთან გააფორმოს კონტრაქტი. გიორგის ასევე აკვირდება “ანდერლეხტი,” მაგრამ სავარაუდოდ “ლილის” ვარიანტს აირჩევს. ღმერთს მადლობა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
ყველაფერი 10 ივნისისთვის გადაწყდება. მიხარია, რომ მოეწონათ ორივე ფეხბურთელი. ახალი სეზონიდან 2 ქართველი იქნება ევროპის მაღალი დონის ჩემპიონატში. ასევე მიდის მოლაპარაკება კიდევ ორ ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე თავს შევიკავებ მათი დასახელებისგან” – დაასრულა ჯაკობიამ.
18 წლის გიორგი ბერიძე ბოლოს “ზესტაფონში” თამაშობდა, 19 წლის ლევან შენგელიამ კი მიმდინარე სეზონი ფოთის “კოლხეთში” დაჰყო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აი ასე თუ არ განვიტარდა საფეხბურთო აგენტობა და მენეჯერობა საქართველოში, ტავისით ეს ბიჭები ვერ იპოვიან გუნდებს და ისინც არ დაადგენიან სხლებში.. წავიდნენ, ფიზიკა ივარჯიშონ, ნიჭი არ გვაკლია და ეგაა
წარმატებები ! საღოლ ჯაკობიას !
ჯაკობიამ ქართველებს ბელგია-საფრანგეთის გზები გაუხსნა, კარგ საქმეს აკეთებს ეს კაცი და ჩვენმა ბიჭებმაც არ უნდა დააღალატონ
წარმატებები ბიჭებს..იშრომეთ ყაზაიშვილივით და აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას...არ მიბაძოთ გაპიარებულ "მესებს და კაი ბიჭებს"
პ.ს ჯაკობია მაგარ საქმეს აკეთებს. ღმერთმა გაუმარჯოს
ისეთ ტრანსფერს, როგორიც კიკაბიძის ბასტიაში წასვლა და ზარანდიას გენკი იყო ჯობს ისევ ჩვენ ჩემპიონატში ითამაშონ, ფაქტიურად მთელი სეზონი გაუცდათ ორივეს პრაქტიკის გარეშე
კიკაბიძეს უფრო ეძლეოდა შანსი...ზარანდიამ კი ყველაფერი თავის თავს დააბრალოს
კიკაბიძე მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა ისიც თასის დამატებითებზე, რაც შეეხება ზარანდიას, ტიპი სამჯერ ათამაშეს ამხანაგურში და 2 გოლი გაიტანა, მეტი ფეხბურთელმა რა უნდა ქნას რომ შანსი მაინც მიეცეს?
წარმატებები
ესეთი წელიწადში მინიმუმ 10 უნდა მიდიოდეს მაგ დონის ლიგებში რო 5 წელიწადში ნორმალური კონტინგენტი შეიქმნას
14:13 | 23.05.2015 tsonga110 -შე ვირთხა ნუ ატყუებ ხალხს
stripslashes((strlen('http://www.uefa.com/memberassociations/news/newsid=2249778.html')>0?'http://www.uefa.com/memberassociations/news/newsid=2249778.html':'http://www.uefa.com/memberassociations/news/newsid=2249778.html'))
უეფაზე დაიდო ევროპაში ყველაზე ახალგარზდა მწვრთნელები რომლებმაც გააჩემპიონეს ტავიანთი გუნდები,მათ შორის უცა სოსიაშვილიცაა
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
დაგვანებე რა თავი კაცურად, ვიცი მე თქვენი პროგნოზები
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
ადმინ დაბლოკე ეს აფერისტი
მიწაქით ბიჭებო...წარმატებები.... იქნება ეშველოს საქართველოს ნაკრებს რამე.....
წარმატებები ორივეს,უნდა დაამტკიცონ რომ მათზე ტყუილად არ ჩამოდიან ფსონს,მათი წარმატება სხვა ქართველ ფეხბურთელებსაც გაუკვალავს გზას ევროპისკენ,ეს უნდა გაითავისონ მათ.
Bერიზე მარტლა მაგარია. Dილას არუნა გაეშვა. Yველაზე პესპექტიული ახლგაზრდაა
რა უნდათ ევროპაში, როცა დომენტილიგა აქ გვაქვს
წარმატებები!იმედია ეს პიარი არ არის და ყველა ქართველი გულშემატკივრის იმედებს გაამართლებენ!
-
Imedia zamena aრიქნებააააააა