ფეხბურთი

21:10 | 22.05.2015 | ნანახია NaN - ჯერ

 “მეტალურგი” გადარჩა, წინ პლეი ოფია

საქართველოს უმაღლესი ლიგის 2014-2015 წლების სეზონი დასრულდა, თუმცა საფეხბურთო სეზონი ჯერ კიდევ გრძელდება. წინ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი და ჩემპიონატის პლეი ოფი გველოდება.

რუსთავში, “ფოლადის” სტადიონზე ადგილობრივმა “მეტალურგმა” ქუთაისის “ტორპედო” მიიღო. მასპინძელთა გუნდს უმაღლესში დასარჩენად მინიმუმ ქულის მოპოვება სჭირდებოდა, თუმცა ისინი მაინც დამოკიდებულნი მთლიანად პარალელურ მატჩზე იყვნენ, სადაც მათი კონკურენტი “ვიტ ჯორჯია” გორში გაჩემპიონებულ “დილას” სტუმრობდა.

შეხვედრა საკმაოდ კარგი სანახავი გამოდგა და დაძაბულობამ პიკს მატჩის ბოლოს მიაღწია. პირველი 45 წუთი ქუთათურთა სრული ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა და მათ გატანა არაერთხელ მართებდათ. გადამწყვეტ ფაზაში განსაკუთრებით ფორვარდი ვახტანგ კვარაცხელია სცოდავდა. 27 წლის თავდამსხმელის დარტყმული ჯერ კარის ხაზიდან გიორგი ჩიკვაიძემ გამოიტანა, შემდეგ უკვე 3 მეტრიდან ბურთს კარში ერთი შეხებით გზავნიდა, თუმცა აქაც ვერ ივარგა, ბოლოს კი მეკარე გიორგი ნადირაძემ დაასწრო. ერთ ეპიზოდში კარგი მომენტი გამოცდილ შოთა ბაბუნაშვილსაც ჰქონდა, მაგრამ ვეტერან ფეხბურთელს ოდნავ სიზუსტემ უმტყუნა. ვერ გაიტან, გაგიტანენო - ზუსტად ასე დაემართა “ტორპედოს”. რუსთაველთა ერთ-ერთი იშვიათი იერიშისას სტუმრები საკუთარ საჯარიმოსთან დაჯარიმდნენ, მარცხენა ფლანგიდან ჩიკვაიძის შესრულებულ სტანდარტზე კი ყველას ტანმაღალმა რევაზ ბარაბაძემ დაასწრო და თავისი გუნდი წინ გაიყვანა.

მეორე ტაიმში “მეტალურგმა” მთელი გუნდით უკან დაიხია, თანაც მათ უკვე იცოდნენ, რომ “ვიტ ჯორჯია” გორში მარცხდებოდა და ასეთ შემთხვევაში ვარლამ კილასონიას ბიჭებს ქულაც ხელს აძლევდათ. მასპინძლები მხოლოდ კონტრშეტევაზე ეძებდნენ თავიანთ ბედს და 56-ე წუთზე მეორე გოლის გატანასთანაც ახლოს იყვნენ - ჩიკვაიძემ კარგად ითამაშა და 25 მეტრიდან ძლიერადაც გაისროლა, თუმცა უკეთ იმერელთა უკრაინელი კარის დარაჯი ალექსეი შევჩენკო გაისარჯა, ვინაც ბურთი კუთხურზე მოიგერია. 79-ე წუთზე “მეტალურგი” მაინც გატყდა - გოლი კი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა შექმნეს. მარცხენა ფლანგიდან ბუდუ ზივზივაძემ იაქტიურა და მისი გამჭოლი გადაცემა კართან ახლოს მარტო მდგომმა ოთარ კვერნაძემ დააგვირგვინა - 1:1. “მეტალურგს” ეს ანგარიშიც ხელს აძლევდა და შეტევაში დიდად არ წასულა. და მაინც, 83-ე წუთზე სტადიონზე შეკრებილი მცირერიცხოვანი გულშემატკივარი აფორიაქდა - ტორპედოელთა გამოცდილი კაპიტანი მიხეილ მახვილაძე კუთხურის შემდეგ თავით ურტყამდა, მაგრამ მასპინძელთა საბედნიეროდ ბურთი ნადირაძის კარს მცირედით ასცდა. საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო თბილისის “ვიტ ჯორჯიამ” “დილასთან” 0:3 წააგო.

რუსთავულმა და თბილისურმა გუნდმა ჩემპიონატი თანაბარი, 26-26 ქულით დაასრულეს, თუმცა “მეტალურგი” ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის ხარჯზე პლეი ოფში გავიდა, სადაც პირველი ლიგის მეორეადგილოსნებს, თბილისის “ლოკომოტივსა” და “ბორჯომს” შორის საუკეთესოს 27 მაისს, “მიხეილ მესხის” სათადარიგო არენაზე დაუპირისპირდება. “ვიტ ჯორჯია” კი უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა.

ვარლამ კილასონია (“მეტალურგის” მთავარი მწვრთნელი): “ბიჭებს რაც შეეძლოთ, გააკეთეს. მეორე ტაიმში კონცეტრაცია დავკარგეთ და მოგებული თამაში ამის წავაგეთ, მაგრამ საბოლოოდ, პლეი ოფში გავედით. მთელს რუსთავს ვთხოვ, რომ 27 მაისს მოვიდნენ “მიხეილ მესხის” სათადარიგო არენაზე და გვერდით დაგვიდგნენ. რაც შეეხება ხვალინდელ დღეს - რა იქნება, ნამდვილად არ ვიცი”.

გიორგი მეგრელაძე (“ტორპედოს” მწვრთნელი): “პირველ რიგში “რუსთავს” ვულოცავ უმაღლესში დარჩენას. რაც შეეხება თამაშს, ამდენი მომენტის გამოუყენებლობა უბრალოდ არ შეიძლება. მომავალი სეზონიდან კი “ტორპედო” სამეულში მოსახვედრად იბრძოლებს”.

“მეტალურგი” – “ტორპედო” 1:1 (1:0)

რუსთავი, “ფოლადი”

“მეტალურგი”: ნადირაძე, მინდორაშვილი, ნარიმანიძე, ხიზანეიშვილი, ჩიკვაიძე, სარიშვილი, ზვიადაძე, ბერუაშვილი, შუშიაშვილი (ციცქიშვილი 82), გაბაშვილი (ოქროპირიძე 69), ბარაბაძე.

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

“ტორპედო”: შევჩენკო, მირცხულავა, მახვილაძე, ბანძელაძე, ტუღუში (ადამაძე 72), ბაბუნაშვილი (კვერნაძე 46), ქებაძე, ფუხაევი, ქიმაძე, კირკიტაძე (ზივზივაძე 46), კვარაცხელია.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია

გოლები: 1:0 ბარაბაძე (41), 1:1 კვერნაძე (79)

გაფრთხილება: ხიზანეიშვილი (90)

მსაჯი: ლ. კვარაცხელია

დილა 30 19 7 4 50 21 29 64
დინამო ბთ 30 18 4 8 40 24 16 58
დინამო თბ 30 17 7 6 56 28 28 58
ცხინვალი 30 16 5 9 47 37 10 53
ჩიხურა 30 13 7 10 39 36 3 46
სამტრედია 30 13 6 11 40 31 9 45
ტორპედო 30 10 11 9 39 33 6 41
შუქურა 30 11 8 11 36 38 -2 41
გურია 30 10 9 11 38 43 -5 39
კოლხეთი ფ 30 9 10 11 31 31 0 37
მერანი 30 9 9 12 29 33 -4 36
ზუგდიდი 30 8 9 13 24 45 -21 33
სიონი 30 9 5

16

32 46 -14 32
მეტალურგი 30 6 8 16 25 46 -21 26
ვიტ-ჯორჯია 30 7 5 18 27 40 -13 26
ზესტაფონი 30 6 8 16 40 61 -21 26

მეგოლეები:

16 – ირაკლი მოდებაძე (დილა)

14 – გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

12 – ნიკა კაჭარავა (ცხინვალი)

11 - დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი),

10 –ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია), ოთარ კვერნაძე (ტორპედო)

9 – შოთა ლომია (ზუგდიდი)

8 – გიორგი ბერიაშვილი (დინამო ბათუმი), ლაშა შინდაგორიძე (ცხინვალი)

7 – ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია), კობა შალამბერიძე (გურია), გიორგი ჩირგაძე, ვახტანგ ჭანტურიშვილი (ორივე დინამო თბილისი)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;


კომენტარები (17)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:07 | 07.10.2013
merkvila (1171)

ბრავო ზესტაფონი! დოსტანიჩი იქნებ მიხვდეს, რომ ლომია ძირითადში თამაშს იმსახურებს. ცხინვალთან მარცხი რა ცუდად გამოეკვეხა, თორემ 4 მოგება ზედიზედ გვექნებოდა

01:35 | 07.10.2013
ყვერტალიოტი (114)

ეს რა ფორმებიაქ ზუგდიდს ვალეტ გული ახატიათ მხრებზე

01:14 | 07.10.2013
giomebo (1190)

ეს გამგებელი სოროში როა შემძვრალი სხვა არაფერს არ აკეთებს და ამ ფეხბურთისთვის მაინც მიეხედა. ამას ისევ ქობალია ჯობდა ეს ვინ ყოფილა . . .

01:13 | 07.10.2013
giomebo (1190)

ჭეჟია დავაი დასვიდანიაააააააააააააა

23:44 | 06.10.2013
hummels (772)

ჯანოს ყველა სახიფათო მომენტი როსტოვთან

0?'>http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=2IzXxcoC6sM':'>http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=2IzXxcoC6sM'))
0?'>http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=2IzXxcoC6sM':'>http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=2IzXxcoC6sM'))
0?'>http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=2IzXxcoC6sM':'>http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=2IzXxcoC6sM'))
0?'>http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=2IzXxcoC6sM':'>http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=2IzXxcoC6sM'))
0?'>http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=2IzXxcoC6sM':'>http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=2IzXxcoC6sM'))
0?'>http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=2IzXxcoC6sM':'>http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=2IzXxcoC6sM'))
0?'>http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=2IzXxcoC6sM':'>http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=2IzXxcoC6sM'))
0?'>http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=2IzXxcoC6sM':'>http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=2IzXxcoC6sM'))

23:43 | 06.10.2013
shotamessi10 (5632)

მანჩესტერ იუნაიტედ აუ რა ტეხავს ისე ტოstripslashes((strlen(':////')>0?' :////':' :////'))

22:58 | 06.10.2013
Torres9 (12692)

ზუგდიდს მანჩესტერის ფორმა ეცვა? სირცხვილიიიიიიი

22:56 | 06.10.2013
patrioti001 (188)

ზუგდიდდში მოკვდა ფეხბურთი სამწუხაროდ ... ჭეჟიასნაირი პრეზიდენტები რო არსებობენ სახელის გამო ამან დაGუპა ჩვენი სამეგრელოს ფეხბურთი...სირცხვილი კომბინატელო ჭეჟიააავ იარბიტრე 50 დოლარის გამო თურქეთში სჯობს აშკარად

22:03 | 06.10.2013
arturi-baierni (24493)

მიდი ზესტა მიაწექით 6 შესვლა არ უნდა გაგიჭირდეთ

21:46 | 06.10.2013
fc zesta (28)

კაი იყო ბიჩებო

21:34 | 06.10.2013
leon20 (193)

გურია - დილა 2:0 დადეთ, რა უბედურებაა ეს, რატო არ დებთ, ვისაც გურიის წარმატება წყინს ყველას დედასშევე?????? მე, უკვე მეორე ტურია არ დებთ

21:32 | 06.10.2013
the unforgiven (505)

საგოლ ზესტა,, შეუზლია ამ გუნდს ევროსაგზურისტვის ბრძოლა,,,,

21:31 | 06.10.2013
zarzuela (846)

moitsonet raaa, gtxoovt.stripslashes((strlen('http://www.youtube.com/watch?v=SU5FGwji3eI')>0?'.http://www.youtube.com/watch?v=SU5FGwji3eI':'.http://www.youtube.com/watch?v=SU5FGwji3eI'))

21:31 | 06.10.2013
gi_12345 (227)

გენაცვალეთ ბიჭები კარგი დღე იყო მოვიგეთ და გახარებულები დავბრუნდით სახლში,ძალიან გვჭირდებოდა ეს გამარჯვება და დამსახურებულად მოვიპოვეთ კიდეც! ზესტა ჩემპიოონ !!!

21:26 | 06.10.2013
janorhus (621)

ლომია იმსახურებს ძირითადს !!!! შარშან 16 გოლი გაიტანა ბოლოსდაბოლოს და წელს მოტივაცია მეტი აქვს, იმიტომ რომ უკეთეს გუნდშია... ადამიას ლომია ჯობია

21:30 | 06.10.2013
oto_oto (3739)

ჩემის აზრით ლომია და ქობალია უნდა ათამაშოს ერთად. იელიჩი როდის გვიბრუნდება?

21:06 | 06.10.2013
Torres9 (12692)

ზესტაფონი თუ დაბრუნდება კაია

21:05 | 06.10.2013
ako81 (470)

ეს ფორმები აცუქა იმ ეგვიპტელმა ზუგდიდს???// ვაიჩ ვენს პატრონს !

0.06372