ბრიტანული მედიის ინფორმაციით, “არსენალის” 34 წლის ჩეხი ნახევარმცველი ტომაშ როსიცკი ლონდონელთა რიგებში 2015-16 წლების სეზონშიც ითამაშებს.
წყაროს ცნობით, როსიცკის გუნდში კიდევ ერთი წელი დარჩენა, “მეთოფეთა” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა დაადასტურა.
მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა “არსენალის” მაისურით პრემიერლიგაში 15 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. ტომაში ინგლისური კლუბის ღირსებას 2006 წლიდან იცავს. იქამდე კი “დორტმუნდში” თამაშობდა.