ესპანური “მარკას” ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ მადრიდის “რეალი” ზაფხულში კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერზე დაყენებას მოინდომებს, “პარი სენ ჟერმენი” მზადაა პორტუგალიელ ვარსკვლავში 125 მილიონი ევრო გადაიხადოს. მადეირელი ფეხბურთელი კი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერის ავტორი გახდება.
რონალდუს სიტუაციას მონიტორინგს მისი ყოფილი კლუბი “მანჩესტერ იუნაიტედიც” უწევს და შანსის მიცემის შემთხვევაში პსჟ-ს უშუალო კონკურენტი იქნება.
მიმდინარე სეზონში რონალდუმ 53 მატჩში 58 გოლი გაიტანა და 22 საგოლე გადაცემაც შეასრულა. პორტუგალიელის სატრანსფერო ღირებულება კი სეზონის სტარტიდან 5 თვის განმავლობაში 100-დან 120 მილიონ ევრომდე გაიზარდა.