ფეხბურთი

15:01 | 22.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსმა” ხედირას წელიწადში 4,5 მილიონი  შესთავაზა

ტურინის “იუვენტუსი” სამი ხედირასთან კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა. აღნიშნულ ინფორმაციას Sport Mediaset-ი ავრცელებს.

ტურინელებსა და გერმანელს შორის მოლაპარაკებები დიდია ხანია მიმდინარეობს. წყაროს ცნობით, როგორც მოსალოდნელი იყო, მხარეებმა უკვე თითქმის ყველაფერი შეათანხმეს. 28 წლის ფეხბურთელი “იუვენტუსთან” 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში ხელფასის სახით 4,5 მილიონ ევროს მიიღებს.

ხედირას “რეალთან” ხელშეკრულება სეზონის ბოლოს უმთავრდება. კლუბი და ფეხბურთელი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებენ და როგორც წყარო იუწყება, ხედირა “იუვენტუსში” თავისუფალი აგენტის სტატუსით მოხვდება.

გერმანელმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში “რეალის” მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 17 მატჩი ჩაატარა.

0.126992