იტალიური “მილანი”, რომელმაც მიმდინარე სეზონი წარუმატებლად ჩაატარა, მომავალი სეზონისთვის გუნდის გაძლერებას ეშურება. ავტორიტეტული გამოცემა “გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, “როსონერიმ” “პარმასთან” უკვე მიაღწია წინასწარ შეთანხმებას, “მერძევეთა” 19 წლის ნახევარმცველის, ხოსე მაურის “სან სიროზე” გადაბარგებასთან დაკავშირებით.
ლომბარდიელები ნიჭიერი მოთამაშის სანაცვლოდ ღრმა ფინანსურ კრიზისში მყოფ ემილიელებს 4 მილიონ ევროს გადაუხდიან. აღსანიშნავია, რომ “პარმასთან” მიმდინარე ხელშეკრულება მაურის გაისად ეწურება.
ხოსე მაური “ენიო ტარდინიზე” 2013 წელს გამოჩნდა. წლეულს კი გუნდის ძირითად შემადგენლობაშიც მოახერხა დამკვიდრება. მან 31 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. მათ შორის ერთი, “იუვენტუსის” კარში.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დუბლინში 3 ცენტრი კვირკველია კაშია დვალი
stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=avDS8bTN4f8')>0?'https://www.youtube.com/watch?v=avDS8bTN4f8':'https://www.youtube.com/watch?v=avDS8bTN4f8'))
stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=avDS8bTN4f8')>0?'https://www.youtube.com/watch?v=avDS8bTN4f8':'https://www.youtube.com/watch?v=avDS8bTN4f8'))
ალელუიაააა........ წარმატებები საბააა....
ადგეს და მოაწეროს 5 წლიან კონტრაქტს ხელი ვერ ხბდება რომ ესენი სანდო არ არიან
იმედია ჩაჯდება ძირითადში