ფეხბურთი

13:48 | 22.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძამპარინიმ დიბალა მესის შეადარა
დიბალამ მილანურ გუნდებს “იუვე” არჩია

იტალიური “პალერმოს” იმედისმომცემი ფეხბურთელის პაულო დიბალას შესახებ ბევრი დაიწერა და ითქვა. 21 წლის არგენტინელი ფორვარდი მომავალი სეზონიდან ტურინის “იუვენტუსის” ღირსებას დაიცავს. ტრანსფერი ოფიციალურად არ ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა სიცილიელთა ოდიოზური პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი ამის შესახებ ლამის ყველა ინტერვიუში გაიძახის.

ამჯერად ძამპარინიმ იმ მიზეზებზე ისაუბრა თუ რატომ აირჩია დიბალამ “იუვე” და არა სხვა რომელიმე გუნდი.

“ეს მისი აღჩევანი იყო, “ბიანკონერისთან” შეთანხმება უკვე თითქმის მიღწეული გვაქვს. “იუვენტუსი”, “იუვენტუსია, ჩემპიონთა ლიგაზე მუდმივად თამაშობს და ასე პაულო ეროვნულ ნაკრებში გაცილებით ადვილად მოხვდება. მისი შეძენა “ინტერსა” და “მილანსაც” უნდოდათ, თუმცა “იუვემ” იმდენი გადაიხადა, რამდენიც მოვითხოვეთ, თანაც ფეხბურთელმა ალეგრის გუნდი აირჩია. მჯერა, რომ მას შეუძლია გახდეს მესის დონის მოთამაშე, 3-4 წელიწადში იგი 100 მილიონი ეღირება, მაგრამ დღეს უკვე არის ახალგაზრდა მესი”, - განაცხადა ძამპარინიმ “სქაი სპორტთან” საუბრისას.

დიბალამ მიმდინარე სეზონში იტალიის სერია A-ში ჩატარებულ 33 შეხვედრაში 13 გოლის გატანა მოახერხა. იტალიაში კი იგი 2012 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს.

0.110929