ფეხბურთი

6:57 | 22.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ჩემპიონატი: პარასკევს ბოლო ტურია, მაგრამ ყველაფერი არ გაირკვევა

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ბოლო ტურმა, რომელიც პარასკევს გაიმართება, სამი რამ უნდა გაარკვიოს. ცხრილის ზედა ნაწილში ვერცხლ-ბრინჯაოს ამბავია დასადგენი, სადაც ბათუმელ და თბილისელ დინამოელებს თანაბარი ქულები მოუგროვდათ. თუ რომელიმემ წაიფორხილა, ხომ გასაგებია. მაგრამ ზღვისპირელებს თბილისელებთან მცირე უპირატესობა გააჩნიათ: ურთიერთშეხვედრებში დედაქალაქელებსსჯობნიან (1:0 სტუმრად, 0:0 შინ), ამიტომ თანაბარქულიანობის შემთხვევაში, მეორე ადგილზე ბათუმელები გავლენ. თბილისელ დინამოელებს წინა ტურში “გურიასთან” ფრე მწვრთნელის მოხსნად დაუჯდათ. კახი გოგიჩაიშვილის ნაცვლად კლუბის პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ ახალ დამრიგებლად გია გეგუჩაძე დაამტკიცა. ასე რომ, ათწლიანი პაუზის შემდეგ გეგუჩაძე პირველად წარსდგება “დინამოს” მთავარი მწვრთნელის რანგში.

ასევე გასარკვევია, ვინ გავარდება ზესტაფონთან ერთად და ვინ მოხვდება გადათამაშებაში.

პრეტენდენტი სამია – “მეტალურგი,” “ვიტ ჯორჯია” და “სიონი.” ვეტერინარებმა და ბოლნისელებმა წინა ტურში უმნიშვნელოვანესი მატჩები მოიგეს, რუსთაველები კი “ცხინვალთან” 2:7 დამარცხდნენ და ახლა გადათამაშებაში მათ სასწაული თუ მოახვედრებს. თუმცა, მათი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, მადლობა მარტო იმიტომ უნდა ვუთხრათ, რომ საერთოდ ახერხებენ ჩემპიონატში მონაწილეობას.

მიუხედავად ამისა, მეტალურგს კვლავ აქვს უძლიერესთა შორის დარჩენის შანსი _ ბოლო ტურში უმოტივაციო ტორპედოს მასპინძლობს, მისი უშუალო კონკურენტი ვიტ ჯორჯია კი უკვე გაჩემპიონებულ დილას ესტუმრება და თუ ვიტელებმა გორში ვერ მოიგეს (ამ მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს), მეტალურგს პლეი ოფში მოხვედრის შანსი უჩნდება. ოღონდ, თუ ვიტ ჯორჯია ფრედ ითამაშებს, რუსთაველებმა ტორპედოს უნდა მოუგონ, ვიტ ჯორჯიას მარცხის შემთხვევაშიკი, მეტალურგს ფრეც ეყოფა გადათამაშებაში მოსახვედრად.

მოგეხსენებათ, სფფ-ის დებულების თანახმად, უმაღლეს ლიგაში ბოლო ორ ადგილზე გასული გუნდი (“ზესტაფონი” და კიდევ ერთი) ვარდება და მათ ადგილს პირველი ლიგის ორივე ჯგუფის გამარჯვებულები (თბილისის “საბურთალო” და თერჯოლის “საპოვნელა”) დაიკავებენ. უმაღლესში მე-14 ადგილზე გასული გუნდი კი 27 მაისს პლეი ოფში პირველი ლიგის მეორეადგილოსნებს შორის გამარჯვებულს შეხვდება (23 მაისს “მიხეილ მესხის” სათადარიგო მინდორზე “ბორჯომი” დედაქალაქის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდება).

30-ე ტური. 22 მაისი

დილა (გორი) – ვიტ ჯორჯია(თბილისი)

გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.” 17:00

დისკვალიფიცირებული: ალან ბაგაევი (დილა)

მსაჯები: გ. დოგრაშვილი, დ. კვეტენაძე, ი. კაკაბაძე, ი. კვირიკაშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში: 2:2

მეტალურგი (რუსთავი) – ტორპედო(ქუთაისი)

რუსთავი. “ფოლადი.” 17:00

მსაჯები:ლ. კვარაცხელია, ზ. ბერულავა, ს. სპიცინი, ლ. სილაგავა (სათადარიგო)

პირველ წრეში: 1:0

სიონი (ბოლნისი) – გურია (ლანჩხუთი)

თბილისი. “მიხეილ მესხი.” 17:00

დისკვალიფიცირებული: გიორგი მიქაბერიძე (სიონი)

მსაჯები:გ. ვადაჭკორია, ზვ. ერქვანია, ფ. ჭაავა, ბ. ნინუა (სათადარიგო)

პირველ წრეში: 0:0

დინამო (თბილისი) – ჩიხურა(საჩხერე)

თბილისი. “დინამო არენა.” 17:00

დისკვალიფიცირებული: მანუელ ონვუ (დინამო); თეიმურაზ ღონღაძე, არჩილ ბაჯელიძე (ორივე ზუგდიდი)

მსაჯები:დ. ხარიტონაშვილი, დ. ჩიგოგიძე, ა. კოკაია, გ. ყრუაშვილი, ა. ნონიკაშვილი, ბ. გლუშჩუკი (სათადარიგო)

პირველ წრეში: 2:1

შუქურა (ქობულეთი) – დინამო (ბათუმი)

ქობულეთი. “ჩელე არენა.” 17:00

მსაჯები: გ. ავაზაშვილი, ლ. ვარამიშვილი, გ. ელიკაშვილი, გ. კიკაჩეიშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში: 0:0

კოლხეთი (ფოთი)– ცხინვალი

ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდნაძე.” 17:00

მსაჯები:ჯ. ხორავა, ბ. ჭიჭინაძე, ი. მაჩიტიძე, ზვ. ტუღუში (სათადარიგო)

პირველ წრეში: 2:1

სამტრედია – მერანი (მარტვილი)

სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე.” 17:00

დისკვალიფიცირებულები: ლაშა ჯღამაია (მერანი); ლევან გეგეჭკორი (სამტრედია)

მსაჯები:ხ. გაგნიძე, ი. უკლება, ზ. ასკაროღლი, დ. სანოძე (სათადარიგო)

პირველ წრეში: 0:0

ზესტაფონი – ზუგდიდი

(ზუგდიდს ტექნიკური 3:0)

მეგოლეები:

14 – ირაკლი მოდებაძე (დილა)

13 – გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

11 – ნიკა კაჭარავა (ცხინვალი)

10 –ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია)

9 – ოთარ კვერნაძე (ტორპედო), შოთა ლომია (ზუგდიდი), დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი),

8 – გიორგი ბერიაშვილი (დინამო ბათუმი), ლაშა შინდაგორიძე (ცხინვალი)

7 – ნიკოლოზ საბანაძე (დინამოთბილისი/ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია), კობა შალამბერიძე (გურია), გიორგი ჩირგაძე (დინამო თბილისი)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113788