ფეხბურთი

2:29 | 22.05.2015 | ნანახია 4261 - ჯერ

ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი (+VIDEO)

“ვიტესის” ქართველმა ლეგიონერმა ვაკო ყაზაიშვილმა მორიგი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა. “ზვოლესთან” გასვლით თამაშში ვაკომ გოლი და საგოლე პასი მიითვალა, მისმა გუნდმა კი 2:1 იმარჯვა (VIDEO).

შეგახსენებთ, რომ არნემელები უეფა-ს ევროპის ლიგის პლეი-ოფში ჩაებნენ და “ზვოლესთან” გასვლით მატჩში მიზნისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. 24 მაისს “ვიტესი” შინ ითამაშებს და თუკი უპირატესობა შეინარჩუნა, დასკვნით ეტაპზე გავა, სადაც “ფეინოორდს” და “ჰერენვეენს” შორის უმჯობესს გაეჯიბრება (როტერდამელებმა სტუმრად პირველი მატჩი 0:1 წააგეს).

ზვოლეს IJsseldelta Stadion-ზე ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს და უპირატესობას 68-ე წუთამდე ინარჩუნებდნენ, სანამ ყაზაიშვილის პასით მარკო ვეინოვიჩი არ შეაგდებდა. 74-ე წუთზე მასპინძელთა კარი უკვე თავად ქართველმა დალაშქრა. ვაკო ბრაზილიელი უოლესის გადაცემის შემდეგ, მცველს ოსტატურად გასცდა და მეკარეს აუღებელი დაურტყა.

ყაზაიშვილმა, ისევე, როგორც არნემელთა ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ, შეუცვლელად ითამაშა.


კომენტარები (31)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:52 | 22.05.2015
Kala94 (6114)

ბრავო ვაკო !

14:49 | 22.05.2015
dinamo222 (8587)

ეს ბიჭი დღეს საუკეთესო ქართველი ფეხბურთეკლია კანკავასთან ერთად !!

14:36 | 22.05.2015
Gela Chitidze (970)

აი ვინ უდგება საქმეს სერიოზულად, ყოჩაღ ვაკო. თავის თავმდაბლობით და შრომისმოყვარეობით ბევრს მიაღწევს.

14:03 | 22.05.2015
რაჭა (10043)

მომავალში ჩვენი ნაკრების ბურჯი....წარმატებები

13:08 | 22.05.2015
gloryunited (228)

ახსნა არააქვს გერმანიასთან რატო არ დააყენა ძირითადში , ჩვენი დონის ნაკრებს არააქვს იმის უფლება და ფუფუნება რო ვაკო სკამზე იჯდეს. უაზრო ულოგიკო და აუხსნელი გადაწყვეტილებები ნაკრებში იმედია ოდესმე დამთავრდება!

12:56 | 22.05.2015
shalva (2637)

ნახევარმცველისთვის 10 გოლი საუცხოო შედეგია ნებისმიერ ჩემპიონატში. გაუგებარია რატომ არ ათამაშებენ ნაკრების ძირითადში. ქართველებიდან ვიტესზე უკეთეს კლუბში მხოლოდ კანკავა და ჯანო თამაშობენ.

12:46 | 22.05.2015
დიტო (14812)

გენაცვალე ვაკო

12:06 | 22.05.2015
lexo1960 (414)

ბოლო ხანში მაგრა მოუმატა თამაშს. ყოჩაღ ვაკო.

11:34 | 22.05.2015
maradonna (4306)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=xxe9dW97V2E')>0?'https://www.youtube.com/watch?v=xxe9dW97V2E':'https://www.youtube.com/watch?v=xxe9dW97V2E'))

11:35 | 22.05.2015
maradonna (4306)

რა გულით მღერის ეს კაცი მაგარია

11:27 | 22.05.2015
ambako (2432)

ვაკო ყაზაიშვილი არის ოზურგეთელი, ოზურგეთის საფეხბურთო სკოლის აღზრდილი, ტყუილა იბრალებს საბურთალო მაგას, კურორტ ბახმაროში ნახეს მისი თამაში და თბილისში წაიყვანეს 14 წლის ასაკში

11:15 | 22.05.2015
maradonna (4306)

მიხაილოვიჩი მოდის ნაპოლში და რეინა, ალბათ ADL ახალ პროექტს ამზადებს

11:12 | 22.05.2015
maradonna (4306)

ficxela10 DDDDDDDDD აზე არ ვარ ამას წინათ ვნახე ინფო

11:17 | 22.05.2015
ficxela10 (4839)

ადე იყო ბაზარი მაგრამ არა მგონია მოიყვანონ სტურარომ გაამართლა ასამოაც დაბრუნდა პერეირაც კარგ ხოდზეა + ამას ხედირას იმატებენ ეხლა და რამირესი ვიტსელი აღარ დაჭირდებათ

11:18 | 22.05.2015
maradonna (4306)

ხედირას უკვე კონტრაქტი შესთავაზეს ფაქტიურად თქვენია, კიდე 10 წელი სკუდეტო ჯუვესია

11:13 | 22.05.2015
maradonna (4306)

stripslashes((strlen('http://www.tuttomercatoweb.com/')>0?'http://www.tuttomercatoweb.com/':'http://www.tuttomercatoweb.com/')) ინგლისური თუ გესმის ნახე ხოლმე ინფოები

11:11 | 22.05.2015
maradonna (4306)

თუ იცით ვაკო რუსთაველია თუ თბილისელი? რუსთავში თამაშობდა ადრე

11:09 | 22.05.2015
CR7NOLE (15561)

ვაკო ძალიან მაგარი ხარ, ჯერ კიდევ 3 წლის წინ ვამბობდი და მეჯერა რომ დიდი მომავალი გქონდა, მაშინ ახალგაზრდულ ნაკრებშიც არ ანდობდნენ ბოლომდე ადგილს. უმაგრესი ხარ, შრომა უფასდება

11:05 | 22.05.2015
maradonna (4306)

რა მაგარი გოლი შეაგდო ყოჩაღ ძალიან ჭკვიანია და ტექნიკური

11:02 | 22.05.2015
ficxela10 (4839)

ამ ბიჭის ბოლო გაჩერება იუვეაააა, მიდი ვაკოოოოოო ზებრა ფორმაში უნდა გიხილო მალეეე

11:04 | 22.05.2015
maradonna (4306)

ნეტა ეგ მოხდეს და სუ ჯუვეს იგრებს ვუყურებ

11:07 | 22.05.2015
ficxela10 (4839)

თვიოთონ თქვა იუვეს ფანი ვარო, პადოინს აღარ ჯობია? მაროტა გაახილე თვალებიიიიიი

11:10 | 22.05.2015
maradonna (4306)

ალეგრის ტაკტიკაზე არ იქნებოდა ცუდი 4.3.1.2 თავდამსხმელების უკან. მაგრამ ეხლა ჯუვე ისეთ ხალხს ყიდულობს ვიტსელი და რამირესი

11:11 | 22.05.2015
ficxela10 (4839)

ვიტსელი და რამირესი რა ჩემ პადოინად უნდათ

11:02 | 22.05.2015
gionat (2245)

ვაკოს მაგალითზე ნათლად ჩანსთუ რა არის საქმისადმი სწორი მიდგომა, ეს ბიჭი ნაბიჯ ნაბიჯ აუმჯობესებს თავის შედეგაბს და შორს არ არის ის დრო უკეთეს გუნდში რომ გადავა. წარმატებები ვაკოს, ნეტა შენნაირად უდგებოდეს ყველა ქართველი ფეხბურთელი საქმეს!

11:04 | 22.05.2015
maradonna (4306)

გეთანხმები მეგობარო ადრე რო არსენალს და ტოტეს უნდოდა მჯერა რატომაც

10:58 | 22.05.2015
maradonna (4306)

გენაცვალე ვაკო ჯიგარი ხარ ჯიგარი მაგრად ვაფასებ ამ ბიჭს თავის თავდამბლობით და შრომის მოყვარე როა, შენი დიდი იმედი მაქ ვაკო შენს თამაშებს ყოელთვის ვუყურებ გენაცვალე საქართველოს საამაყო შვილი ხარ.

10:38 | 22.05.2015
stoikovich (5984)

კაი ხანია სტაბილურად კარგად თამაშობს ეს ბიჭი.

10:26 | 22.05.2015
Oto. (4710)

შენ გაიხარე ვაკო,შემოგევლე...როგორ მიხარია ამ ბიჭის ასეთი კარგი თამაში...

10:15 | 22.05.2015
giorealist (2121)

ეს კაცი კიდევ იმიტომ არის დასაფასებელი, რომ არ ყვირის ზოგიერთებივით, რასმიქვია ნაკრებში არ მათამაშესო, და აკეთებს საქმეს თავისთვის ჩუმად და რაც მთავარია კარგად.
ცხადაძისთვის უკვე ცხადია რომ ვაკო ძირითადის კაცია..

10:09 | 22.05.2015
BEERTRANCE (97819)

ყოჩაღ, გაეგრძელებინოს პროგრესი.

09:26 | 22.05.2015
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

მაგრად გამიხარდა ბევრი წარმატებები

09:23 | 22.05.2015
captain-chelsea (87)

სგ ვაკო წარმატებებს გისურვებ.....

08:41 | 22.05.2015
riva (2859)

და კიდევ, ნაკრებში ასნავნოის იმსახურებს

08:40 | 22.05.2015
riva (2859)

ბიჭი ნაბიჯ-ნაბიჯ ვიტესის შეუცვლელი ლიდერ ხდება, ყოჩაღ ვაკო ეგრე გააგრძელე, გბალეშიკობთ მთელი გულით. ერთი მაგარი სეზონიც ჩაატარე ვიტესში და მერე გრანდში გვენახე

08:36 | 22.05.2015
Torres9 (12692)

კარგად შეასრულა

06:39 | 22.05.2015
ZESTA.LIVERPOOL.FAN (226)

ყოჩაღ წარმატებები!!!

05:41 | 22.05.2015
ARMANDO დღეს მეც MUU ვარ (2726)

ყოჩაღ ვაკო;

03:03 | 22.05.2015
araza-1918 (6330)

ვაკო პოლონეთსაც გაუტანე

02:34 | 22.05.2015
ioska123 (1425)

Sagol vakos

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119609