კალათბურთი

1:56 | 22.05.2015 | ნანახია 2027 - ჯერ

პულენმა რეჯიო ემილიაში გაიბრწყინა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა გამთამაშებელმა ჯეიკობ პულენმა “ენელ ბრინდისის” იტალიის ჩემპიონატის პლეი-ოფში უმნიშვნელოვანესი გასვლითი მატჩი მოაგებინა.

პულენის კლუბს “რეჯიო ემილიასთან” სტუმრად პირველი შეხვედრა წაგებული ჰქონდა და მეორეშიც დიდი ბრძოლა გადახდა, თუმცა, ქართული პასპორტის მქონე ამერიკელის წინამძღოლობით 74:71 იმარჯვა.

საინტერესოა, რომ ჯეიკობს მატჩის მიწურულამდე 1 ბურთიც კი არ ჰქონდა ჩაგდებული და დასკვნით სამ წუთში 14 ქულა (!) მოაგროვა, ბოლო წუთზე კი საერთოდაც 8 ქულა მიითვალა.

საბოლოდ ჯამში, პულენმა მოედანზე 29 წუთი გაატარა და 14 ქულას 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა. ჯეიკობმა 6-დან 2 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, 2-ჯერ დაუფარეს, ბურთი არ დაუკარგავს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 8-ჯერ დაჯარიმდნენ.

პულენის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 18-ს უწია, რაც სტუმართა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ, მასპინძელთაგან კი მას აჩილე პოლონარამ (24 ქულა, 9 მოხსნა) და ლიტველმა დარიუშ ლავრინოვიჩმა (19 ქულა) აჯობეს.

23 და 25 მაისს “ენელ ბრინდისი” საკუთარ კედლებში ითამაშებს და თუკი ორივე მატჩი მოიგო, ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებს, საჭიროების შემთხვევაში კი, 27 მაისს დასკვნით თამაშს რეჯიო ემილია უმასპინძლებს.

პულენისგან განსხვავებით, ცუდი დღე ჰქონდა საქართველოს ნაკრების ცენტრ გიორგი შერმადინს, რომლის “კანტუმაც” “უმანა ვენეციასთან” სტუმრად ზედიზედ მე-2 თამაში წააგო – 72:77.

აღსანიშნავია, რომ კანტუელებმა დასკვნითი მეოთხედი 34:14 მოიგეს, თუმცა, მანამდე ისე ჩამორჩებოდნენ, რომ მარცხს მაინც ვერ გადაურჩნენ.

სტუმრებს, შესაბამისად, 25 და 24 ქულით ამერიკელებმა დარიუს ჯონსონ-ოდომმა და ჯეიმს ფელდეინმა ულიდერეს, შერმადინმა კი 15 წუთში 3 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. გიორგიმ 3-დან 1 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.

“კანტუს” მომდევნო მატჩი შინ 23 მაისს ელის და თუ ისიც წააგო, ნახევარფინალს ვადაზე ადრე გამოეთხოვება.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:22 | 22.05.2015
dixdavid (458)

არადა რამდენი მაგარი გამთამაშებელი იყო წელს ევროლიგაზე.
თუნდაც ნიჟნი ნოვგოროდში ფაცაციას თანაგუნდელი როჩესტი.
ყველაზე მეტად კი ენდრიუ გაუდლოკი დაგვხატავდა ფენერიდან.
არც ერთს და არც მეორეს, არა მგონია უარი ეთქვა გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ევროპის ჩემპიონატზე, მითუმეტეს მათთვისაც კარგი შანსი იქნებოდა NBA-ში დასაბრუნებლად.

17:01 | 22.05.2015
მადრიდისტა (17021)

ძალიან არასტსბილურია..ან დაღუპავს გუნდს ან ააშენებს...ნაკრები ამის იმედზე ვაი ..ისე მანუს 3 იმედზე უნდა ვიყოთ...

17:46 | 22.05.2015
sabonis (9584)

მაგი მწწვრთნელმა უნდა მიხვდეს, როდის ააშენებს გუნდს და როდის არა, მარა კოკოშკოვის ხედვების იმედი დიდათ არ აქ. აას ავანტიურის ნება უნდა მიეცეს საბერძნეთთან, ვისთანაც სხვა შანსი გარდა ავანტიურისა არ გვაქვს. სხვაგან კი მწვრთნელმა უნდა აკონტროლოს.

17:48 | 22.05.2015
მადრიდისტა (17021)

ძნელია ამის პრონოზირება თუ წაუვიდა თამაში უნდა მიუშვა თუ არადა სკამიდან არ უნდა ააყენო...

18:14 | 22.05.2015
sabonis (9584)

ჰო რა.

17:47 | 22.05.2015
sabonis (9584)

მ-ებზე ჭედავს ჩემო კომპი.DDD

15:14 | 22.05.2015
texaseli (288)

Aradekvaturi shepasebaa ra gabrcyineba mteli tamashi ro verapers gaaketeb (miuxedavad kalatburtis specipiurobisa)gauvarda upro qvia magas da ar unda gqondes masetis imedi sportshi stabiluroba pasobs tore skilachi axsovs vinmes(msoplioze 6 goli aqvs gatanili) exla yipiani agaraa ministri vinga txovs puls cesieri kalatburtelis gadmosabireblad arada savsea nba puli gramiton puli

10:58 | 22.05.2015
dixdavid (458)

პულენი, მისი სტატისტიკიდან გამომდინარე საკმაოდ კარ სეზონს ატარებს.
არ ვიცი გვიან გაიღვიაძა თუ არა, მაგრამ ფაქტია რომ თამაში მაგან მოიგო.
და არც 14 ქულის 3 წუთში ჩაგდებაა იოლი საქმე, თან თამაშის ბოლოს, როცა მატჩის ბედი წყდება.

10:36 | 22.05.2015
stoikovich (5984)

არც ერთი არაა სათანადო ფორმაში როგორც ჩანს...

10:12 | 22.05.2015
BEERTRANCE (97819)

არ ქვია ამას გაბრწყინება, გვიან გაღვიძება ქვია.

09:33 | 22.05.2015
giojuve-10 (3743)

გაიბრწინა კიარა დაუია ბლიად,რეებს წერ :@

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.086167