გერმანული “ჰამბურგის” გამოცდილი ნახევარმცველის რაფაელ ვან დერ ვაარტის შეძენა იტალიურ კლუბებს სურთ – იუწყება ცნობილი გამოცემა Gazzetta Dello Sport–ი.
აღნიშნული წყაროს ცნობით, 32 წლის ფეხბურთელით სერია A-ს სამი კლუბი ინტერესდება: “ჯენოა”, “ტორინო” და “ატალანტა”. რაფაელს “ჰამბურგთან” მოქმედი კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. შესაბამისად, მომავალ კლუბს უფასოდ შეუერთდება.
ვან დერ ვაარტმა მიმდინარე სეზონში 26 შეხვედრა ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3-ჯერ გუნდელებს გაატანინა.
მისი დამატება მშობლიურ “აიაქსსაც” სურს.