სოციალურ ქსელში ფოთის “კოლხეთის” ოფიციალური გვერდის ცნობით, კლუბის პრესსამსახურის ხელმძღვანელი გია ეჯიბია და გუნდის ფეხბურთელები ქალაქ ფოთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს ესტუმრნენ.
საფეხბურთო კლუბის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მხარდაჭერის სურვილი და დღის ცენტრის კვების ბლოკს მეტად მნიშვნელოვანი და საჭირო ნივთები გადასცეს.