ჩოგბურთი

18:57 | 21.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილს "როლან გაროსის" ძირითად ბადემდე ერთი მოგება აშორებს

23 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ღია პირველობის კვალიფიკაციის დასკვნით რაუნდში გააღწია, ამდენად, ძირითად ბადემდე 1 გამარჯვება აშორებს.

ბასილაშვილმა მე-2 მატჩი ამერიკელი ბიორნ ფრატანჯელოს წინააღმდეგ ჩაატარა და მსოფლიო რეიტინგში 147-ე ადგილზე მყოფი 21 წლის მეტოქე 6:1, 6:7 (9:11), 6:3 დაამარცხა. ნიკოლოზს საქმის მოთავება გაცილებით ადრე შეეძლო, თუმცა, მე-2 სეტში რამდენიმე მატჩ-პოინტი გაანიავა.

ბასილაშვილმა 6 ეისი მოაწოდა, 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 8-დან 5 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, მეტოქემ კი 12 შესაძლებლობიდან 2 ბრეიკი მიითვალა. საერთო ჯამში, ქართველმა 105 გათამაშება მოიგო, ამერიკელმა კი – 93.

ბასილაშვილმა, რომელიც კლასიფიკაციაში 135-ე პოზიციაზეა, 16 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, ხოლო თუკი როლან გაროსის კვალიფიკაციის დასკვნით რაუნდშიც იმარჯვა, 25 ქულას მიიღებს.

ქართველ ჩოგბურთელს გადამწყვეტი შეხვედრა აშშ-ს კიდევ ერთ წარმომადგენელ ჯარედ დონალდსონთან ელის, რომელიც მსოფლიოს 156-ე ჩოგანია. გასულ მატჩებში მან პირველ ნომრად განთესილ სამხრეთკორეელ ჩანგს 6:0, 6:1 სძლია, შემდეგ კი ინდოელ რამანატანსაც იოლად აჯობა – 6:2, 6:0 და კარგ ფორმაში უნდა იყოს.

0.120449