ფრანგული "ლიონის" შემტევი ნახევარმცველის ნაბილ ფეკირის მიმართ ინტერესს მილანის "ინტერი" იჩენს. ამის შესახებ იტალიური გამოცემა "კორიერე დელო სპორტი" იუწყება. ავტორიტეტული გამოცემის ცნობით, "ნერაძური" ფეხბურთელის სანაცვლოდ მზადაა 25 მილიონი ევრო გაიღოს.
21 წლის ფეკირი "ლიონის" მთავარ გუნდში 2013 წლიდან მოყოლებული თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან საფრანგეთის ლიგა 1-ში 33 ჩატარებულ მატჩში 13 გოლის გატანა მოახერხა.