ფეხბურთი

12:59 | 21.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლამ “ბაიერნს” პირობები წაუყენა

მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას კონტრაქტის გახანგრძლივება 2018 წლამდე შესთავაზა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Sport Bild-ი იუწყება.

გვარდიოლას გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს, მაგრამ “ბაიერნის” შეთავაზების განხილვის წინააღმდეგი არაა. თუმცა, მწვრთნელს თავისი პირობები აქვს. კერძოდ, მას სურს, რომ ფეხბურთელების შერჩევისას სრული თავისუფლება ჰქონდეს, რომ თავის სათამაშო ფილოსოფიას ხორცი შეასხას. მან მიუნხენელთა მესვეურებს იმ ფეხბურთელების ვინაობა უკვე დაუსახელა, რომელთა შეძენასას გეგმავს.

ამასთანავე, გვარდიოლა კომპრომისზე წასვლას არ აპირებს, როგორც ეს ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელ ნეიმარის შემთხვევაში მოხდა. თავის დროზე, მას სამხრეთამერიკელის შეძენა სურდა, მაგრამ კლუბში დაარწმუნეს, რომ გერმანიის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ბუნდესნაკრების ფორვარდის მარიო გიოტცეს შეძენა უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა. საბოლოოდ, ნეიმარი “ბარსელონაში” გადავიდა, ხოლო გიოტცემ “ბორუსიადან” “ბაიერნს” მიაშურა და კრიტიკაც არ აკლია.

0.132605