კალათბურთი

12:15 | 21.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“კავალერიამ” ჯორჯიაში იმარჯვა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც “ატლანტა ჰოუქსი” შინ “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდა.

“ატლანტა” 89:97 გამარცხდა. შეხვედრაში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “კავალიერსმა” 23:16 მოიგო. “კლივლენდის” გამარჯვების განმაპირობებელი ორი კალათბურთელი აღმოჩნდა: ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 31 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი შესძინა. ჯეიარ სმიტმა 8 სამქულიანი ჩააგდო, სულ კი ჯამში მეტოქეს 28 ქულა მოაგროვა. “ქორებში” 27 ქულით ჯეფ ტიგი გამოირჩა. მატჩის მესამე პერიოდში ლებრონ ჯეიმსმა მცირე ტრავმა მიიღო, მაგრამ დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა, “მეფემ” თამაში გააგრძელა. მეოთხე პერიოდში მუხლის ტრავმა ქეროლმა მიიღო, რომელმაც თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. სერიაში “კლივლენდი” 1:0 დაწინაურდა. მომდევნო შეხვედრა, ისევ ჯორჯიაში, 23 მაისს გაიმართება.

“ატლანტა ჰოუქსი” – “კლივლენდ კავალიერსი” 89:97 (26:20, 25:31, 16:23, 22:23)

“ატლანტა”: ტიგი (27 ქ. 4 პ.), ჰორფორდი (16 ქ. 7 მ.), მილსაპი (13 ქ. 7 მ.), ბაზერმორი (10 ქ.), კორვერი (9 ქ. 7 მ.), შროდერი (6 ქ.), ქეროლი (5 ქ.), მუსკალა (2 ქ.)

“კლივლენდი”: ჯეიმსი (31 ქ. 8 მ. 6 პ.), სმიტი (28 ქ. 8 მ.), ტომპსონი (14 ქ. 10 მ.), ირვინგი (10 ქ. 6 პ.), მოზგოვი (10 ქ. 11 მ.), შამპერტი (4 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=rrP4mpWOM70

სერიის ანგარიში 0:1

0.104963