ფეხბურთი

11:50 | 21.05.2015 | ნანახია 914 - ჯერ

“მანჩესტერი” სტერლინგის ტრანსფერზე მუშაობს

როგორც ინგლისური ვებგვერდები იუწყებიან, “მანჩესტერ იუნაიტედი” ლივერპულელი რაჰიმ სტერლინგის შეძენას ცდილობს. კლუბებს შორის მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს. აღნიშნულ ცნობას Times, Daily Mail, Daily Mirror და Daily Star ავრცელებენ.

ბოლო დღეებია 20 წლის შემტევის შესაძლო ტრანსფერის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. გავრცელებული ცნობით სტერლინგით ასევე დაინტერესდნენ მიუნხენის “ბაიერნი” და “მანჩესტერ სიტი”.

შეგახსენებთ ფეხბურთელმა “ლივერპულთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა და ხმები მისი შესაძლო ტრანსფერის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა.

იამაიკაში დაბადებული 20 წლის შემტევი ქპრ-ს აღზრდილია, “ლივერპულის” ძირითად გუნდში კი 2012 წლიდან თამაშობს. სტერლინგმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 7 გოლი გაიტანა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:27 | 21.05.2015
რენე ფერეირა (6798)

Am manchesters ra unda kide.flangis motamasheebis koleqcias agrovebs?
Mainc reali artmevs fexburtelebs.

11:59 | 21.05.2015
Torres9 (12692)

რა ნამუსით უნდა გადავიდეს მანჩესტერში,ესეთები უნდა დახვრიტო

20:37 | 21.05.2015
gio yvinchila (413)

ლივერპული თუ უშვებს და იკიდებს მაგას უფრო არ ჰკიდია ამშემთხვევაში? თორე ლივერპულმა ხო დაახია კალთები დარჩი დარჩიო... ლივერს ფულის გაკეთება უნდა და მაგის რა ბრალია ვერ გავიგე

11:59 | 21.05.2015
Torres9 (12692)

მანჩესტერში თუ წავიდა და ალბათ ყველაზე საძულველი ფეხბურთელი გახდება ლივერპულელებისთვის

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12559