ფეხბურთი

10:52 | 21.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველების “იაგიელონია” “ლეგიასთან” დამარცხდა

პოლონეთის ექსტრაკლასის 33-ე ტურში “ლეგიამ” შინ 1:0 დაამარცხა “იაგიელონია”. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა ნიკა ძალამიძე, რომელიც 63-ე წუთზე შეცვალეს. “იაგიელონიას” სამატჩო განაცხადში მოხვდა გიორგი ფოფხაძე, რომელიც 87-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. “ლეგიამ” ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ დამატებულ მე-9 წუთზე თერთმეტმეტრიანით გაიტანა.

პოლონეთის ექსტრაკლასის ჩემპიონატის საუკეთესო 8 გუნდი ცალკე აგრძელებს ასპარეზობას. “იაგიელონია” 29 ქულით მე-3 ადგილზეა.

0.10931