ისტორია

9:51 | 21.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

21 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

2008- ჩემპიონთა ლიგის ფინალში “მანჩესტერ იუნაიტედმა” მატჩისშემდგომი პენალტების სერიით ლონდონურ “ჩელსის” 8:5 მოუგო და მესამედ მოიპოვა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო თასი. ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა. გოლები კრიშტიანუ რონალდუმ და ფრენკ ლამპარდმა გაიტანეს. “მანჩესტერი” (გუნდს ალექს ფერგიუსონი წვრთნიდა): ვან დერ სარი, ბრაუნი, ვიდიჩი, ფერდინანდი, ევრა (ანდერსონი 120), ჰარგრივზი, ქერიქი, სქოულზი (გიგზი 87), რონალდუ, რუნი (ნანი 101), ტევესი. “ჩელსი” (გუნდს აბრამ გრანტი წვრთნიდა): ჩეხი, ესიენი, რიცარდუ კარვალიუ, ტერი, ე. კოული, ბალაკი, მაკელელე (ბელეტი 1200, ლამპარდი, ჯ. კოული (ანელკა 99), დროგბა, მალუდა (კალუ 92). მოსკოვის “ლუჟნიკის” სტადიონზე შეხვედრას 67 ათასი მაყურებელი დაესწრო.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1881- დაარსდა აშშ-ის ჩოგბურთის ფედერაცია.

1891- პროფესიონალმა მოკრივეებმა, პიტერ ჯექსონმა და ჯიმ კორბეტმა ერთმანეთში 61 რაუნდიანი პაექრობა გამართეს, რომელიც ფრედ დასრულდა.

1904- პარიზში ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) დაარსდა. მისი პირველი წევრები საფრანგეთი, ბელგია, დანია, ჰოლანდია, შვედეთი, შვეიცარია და ესპანეთი იყვნენ. ამ უკანასკნელის სახელით, ფიფაში მადრიდის “რეალი” გაწევრიანდა. FIFA-ს პირველი პრეზიდენტი, ფრანგი რობერ გერინი იყო. სადღეისოდ ფიფას წევრთა რაოდენობა 208 საფეხბურთო ფედერაციით განისაზღვრება.

1961- საბჭოთა კავშირში პირველად მოხერხდა უცხოეთიდან საფეხბურთო მატჩის პირდაპირი ტრანსლირება. იმ დღეს ვარშავაში ერთმანეთს სსრკ-სა და პოლონეთის ნაკრებები შეხვდნენ.

1969- თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, ბრატისლავას “სლოვანმა” ბაზელის “სენტ იაკობის” სტადიონზე, 19 ათასი მაყურებლის თანდასწრებით “ბარსელონას” 3:2 მოუგო. გოლები ცვეტლერმა, პრივნაკმა და იან ჩაპკოვიჩმა (“სლოვანმა”), ასევე ზალდუამ და რექსაჩმა (“ბარსელონა”) გაიტანეს.

1971- ლონდონის “ჩელსიმ” თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალის განმეორებით მატჩში (გადათამაშებაში), მადრიდის “რეალს” 2:1 მოუგო (პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა). გოლები დემპსიმ და ოზგუდმა (“ჩელსი”), აგრეთვე ფლეიტასმა (“რეალი”) გაიტანეს.

1975- UEFA-ს თასის გათამაშების ფინალის განმეორებით მატჩში, მიონხენგლადბახის “ბორუსიამ” ენსხედეში ადგილობრივ “ტვენტეს” 5:1 მოუგო (პირველი შეხვედრა 0:0 დასრულდა) და საპატიო პრიზი მოიპოვა. გამარჯვებულთაგან გოლები ალან სიმონსენმა (2) და იუპ ჰაინკესმა (3) გაიტანეს. “ტვენტეს” ერთადერთი ბურთი კი, დროსტის ანგარიშზეა.

1988- UEFA-ს თასის გათამაშების ფინალის განმეორებით მატჩში, ლევერკუზენის “ბაიერმა” მატჩის შემდგომი პენალტების სერიაში ბარსელონას “ესპანიოლი” დაამარცხა (3:2). ფინალის ორივე შეხვედრა კი, მასპინძლებმა 3:0 მოიგეს.

1981- ჰოკეის ეროვნული ლიგის პლეი-ოფის მატჩში, “ნიუ იორკ აილენდერსმა” “მინესოტა ნორთ სტარზი” დაამარცხა და სტენლის თასი მოიპოვა.

1997- UEFA-ს თასის გათამაშების ფინალის განმეორებით მატჩში, გელზენკირხენის “შალკემ” მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში, მილანის “ინტერი” 4:1 დაამარცხა. ფინალის ორივე შეხვედრა მასპინძლებმა 1:0 მოიგეს. ასპარეზობა “მილანში” “სან სიროზე” 83 ათასი მაყურებლის თანდასწრებით გაიმართა, ერთადერთი გოლი კი, ივან სამორანომ გაიტანა.

2003- UEFA-ს თასის გათამაშების ფინალში, სევილიის “ოლიმპიკის” სტადიონზე, 53 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, დამატებით დროში “პორტუმ” გლაზგოს “სელტიკი” 3:2 დაამარცხა. გოლები დერლეიმ (2) და ალენიჩევმა (“პორტუ”), ასევე ჰენრიკ ლარსონმა (“სელტიკი”) გაიტანეს.

2005- როტერდამში გამართულ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე, გრიგოლ მამრიკიშვილმა (81 კგ) ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

2007- ტოკიოს ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა, კოკაიმ შეჯიბრების მეცხრე დღეს დასავლეთის მეხუთე მაეგაშირა კაკურიუ დაამარცხა.

2007- ინგლისური “შეფილდ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელად ბრაიან რობსონი დაინიშნა.

2008- ჩემპიონთა ლიგის ფინალში “მანჩესტერ იუნაიტედმა” მატჩისშემდგომი პენალტების სერიით ლონდონურ “ჩელსის” 8:5 მოუგო და მესამედ მოიპოვა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო თასი. ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა. გოლები კრიშტიანუ რონალდუმ და ფრენკ ლამპარდმა გაიტანეს. “მანჩესტერი” (გუნდს ალექს ფერგიუსონი წვრთნიდა): ვან დერ სარი, ბრაუნი, ვიდიჩი, ფერდინანდი, ევრა (ანდერსონი 120), ჰარგრივზი, ქერიქი, სქოულზი (გიგზი 87), რონალდუ, რუნი (ნანი 101), ტევესი. “ჩელსი” (გუნდს აბრამ გრანტი წვრთნიდა): ჩეხი, ესიენი, რიცარდუ კარვალიუ, ტერი, ე. კოული, ბალაკი, მაკელელე (ბელეტი 1200, ლამპარდი, ჯ. კოული (ანელკა 99), დროგბა, მალუდა (კალუ 92). მოსკოვის “ლუჟნიკის” სტადიონზე შეხვედრას 67 ათასი მაყურებელი დაესწრო.

2012- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ქვეყნის ჩემპიონად "ზესტაფონი" დაამტკიცა.

2012- კალათბურთ ირანის ჩემპიონი ნიკოლოზ ცქიტიშვილი გახდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1906- უილის მუდი როარკი. ამერიკელი ჩოგბურთელი. აშშ-ის ღია პირველობის მრავალგზის გამარჯვებული (1923-25, 1927-29, 1931).

1930- ჯონ ტეილორი. ფიფას ინგლისელი არბიტრი. იყო მსოფლიოს 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრის (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა-ჰოლანდია) არბიტრი. სჯიდა 1969 წლის ჩემპიონთა თასის ფინალს. ერთმანეთს ამსტერდამის “აიაქსი” და ათენის “პანათინაიკოსი” ხვდებოდნენ.

1942- ივო ვიქტორი. 1966-79 წლებში ჩეხოსლოვაკიის საფეხბურთო ნაკრების მეკარე. ევროპის 1976 წლის ჩემპიონი. ჩეხოსლოვაკიის ნაკრებში ჩაატარა 69 მატჩი. ხუთჯერ დაასახელეს ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად. ჩეხოსლოვაკიის ორგზის ჩემპიონი და თასის სამგზის მფლობელი.

1953- ბუმ კუნ ჩა. 1970-80-იან წლებში კორეის ნაკრების, ფრანკფურტის “აინტრახტისა” და ლევერკუზენის “ბაიერის” ნახევარმცველი. 1973 წელს დაასახელეს კორეის საუკეთესო ფეხბურთელად, ფიფასტან არსებულმა ფეხბურთის სტატისტიკისა და ისტორიის ფედერაციამ აღიარა აზიის მეოცე საუკუნის უძლიერეს მოთამაშედ. ორჯერ ფლობდა უეფას თასს, მოპოვებული აქვს გერმანიის თასი. კორეის ნაკრებში ჩაატარა 121 მატჩი, გაიტანა 55 გოლი.

1960- ვლადიმერ სალნიკოვი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოცურავე. ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი.

1963- ელენე ვოდორეზოვა. რუსი მოციგურავე. ფიგურულ სრიალში მსოფლიოს, ევროპის და ოლიმპიური თამაშების პრიზიორი. ქართველი მოციგურავის, ელენე გედევანიშვილის ყოფილი მწვრთნელი.

1966- ფრანსუა ომამ-ბიიკი. 1980-90-იან წლებში კამერუნის ნაკრების ფორვარდი. 1988 წელს გახდა აფრიკის ეროვნებათა თასის მფლობელი. მსოფლიოს სამი ჩემპიონატის მონაწილე. კამერუნის ნაკრების 76 მატჩში გაიტანა 45 გოლი. დასახელებულია აფრიკის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთა ათეულში.

1970- რომან ტურეკი. ჩეხეთის ჰოკეისტთა ნაკრების გოლკიპერი. 1998 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1975- ვახტანგ (ვაკო) ბეჟანიშვილი. საქართველოს ნაკრების, თბილისის “დინამოს,” ბათუმის “ბასკოს,” პერმის “ურალ-გრეიტის,”, გორის “დილას” თსუ-ს ფორვარდი (206 სმ).

1981- ბეტ ბოტსფორდი. 100 და 200 მეტრზე გულაღმა ცურვაში 1996 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1981- ჟარკო ჩაბარკაბა. სერბეთის კალათბურთელთა ნაკრების ფორვარდი (210 სმ). 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 2004 წლის ოლიმპიადის მონაწილე.

0.128053