რაგბი

21:45 | 20.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო ფინალშია და მეტოქეს ელის

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე მსოფლიო თასის “ალაფის” ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა და ფინალში პირველად ითამაშებს.

მესამე რაუნდის შეხვედრაში “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” მასპინძელთა გუნდს დაძაბულ ბრძოლაში 19:11 მოუგეს. პირველ ტაიმში ოთარ გიორგაძემ და რეზი ჯინჭველაშვილმა ლელოები გაიტანეს და ამ უკანასკნელმა გარდასახვებიც ზუსტად შეასრულა, მაგრამ ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა ჯარიმით და ლელოთი ჩამორჩენის შემცირება მოახერხეს - 14:8.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ლელო მხოლოდ 65-ე წუთზე, ისიც კონტრშეტევაზე გავიდა და ბოლომდე ანზორ სიჭინავამ იბრძოლა. გარდასახვა არაზუსტი იყო, მერე პორტუგალიამ ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, რის შემდეგაც ანგარიში აღარ შეცვლილა და თამაში 19:11 დასრულდა. ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ტონგასა და კანადას შორის გამარჯვებული იქნება, რომელთა მატჩიც 22:00 საათზე იწყება.

2015 წლის მსოფლიო თასის “ალაფა”

პორტუგალია. ლისაბონი

A ჯგუფი

20 მაისი

საქართველო - პორტუგალია 19:11 (14:8)

საქართველო: 15. რატი შანიძე, 14. ანზორ სიჭინავა, 13. გიორგი კვესელაძე, 12. სანდრო ილურიძე, 11. დავით გულიტაშვილი, 10. რეზი ჯინჭველაშვილი, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. ბექა კაკაბაძე, 2. ბადრი ალხაზაშვილი (კაპ.), 3. გიორგი მელიქიძე, 4. ოთარ გიორგაძე, 5. როლანდ კვაჭაძე, 6. თორნიკე ბუბუტეიშვილი, 7. თორნიკე ზოიძე, 8. დავით პაპავაძე.

სათადარიგოები: 16. გიორგი თედორაძე, 17. ნიკა სვიმონიშვილი, 18. მიხეილ ბაბუნაშვილი, 19. გიორგი ცუცქირიძე, 20. ბადრი ლიპარტელიანი, 21. თემურ თუთბერიძე, 22. გიორგი ბაბუნაშვილი.

ფიჯი - ურუგვაი

საქართველო 3 3 0 0 95:35 13
ფიჯი 2 1 0 1 47:49 5
ურუგვაი 2 1 0 1 49:72 5
პორტუგალია 3 0 0 3 56:90 0

B ჯგუფი

20 მაისი

ნამიბია - ჰონკონგი (12:5 პირველი ტაიმის შემდეგ)

ტონგა - კანადა

ტონგა 2 2 0 0 80:27 10
კანადა 2 2 0 0 59:35 9
ჰონკონგი 2 0 0 2 31:59 0
ნამიბია 2 0 0 2 31:80 0

ფინალური დღე. 24 მაისი

0.113998