რაგბი

20:51 | 20.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფინალამდე 40 წუთი გვაშორებს

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე მსოფლიო თასის “ალაფის” ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, მასპინძელ პორტუგალიას პირველი ტაიმის შემდეგ 14:8 ამარცხებს.

იმისათვის, რომ “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” “ალაფის” ფინალში პირველად თამაშის უფლება მოიპოვონ, ამ მატჩში 2 ქულის აღებაც ჰყოფნით და ამ მიზნის მიღწევამდე სულ რაღაც 40 წუთი აშორებთ. საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში ორი ლელო გაიტანა, თავი ოთარ გიორგაძემ და რეზი ჯინჭველაშვილმა გამოიჩინეს, რომელმაც გარდასახვებიც ზუსტად შეასრულა, მაგრამ მერე სტუმრები მოეშვნენ და მასპინძლებმა ჯარიმით და ლელოთი ჩამორჩენის შემცირება მოახერხეს - 14:8 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ და წინ მეორე ტაიმია.

2015 წლის მსოფლიო თასის “ალაფა”

პორტუგალია. ლისაბონი

A ჯგუფი

20 მაისი

საქართველო - პორტუგალია (14:8 პირველი ტაიმის შემდეგ)

საქართველო: 15. რატი შანიძე, 14. ანზორ სიჭინავა, 13. გიორგი კვესელაძე, 12. სანდრო ილურიძე, 11. დავით გულიტაშვილი, 10. რეზი ჯინჭველაშვილი, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. ბექა კაკაბაძე, 2. ბადრი ალხაზაშვილი (კაპ.), 3. გიორგი მელიქიძე, 4. ოთარ გიორგაძე, 5. როლანდ კვაჭაძე, 6. თორნიკე ბუბუტეიშვილი, 7. თორნიკე ზოიძე, 8. დავით პაპავაძე.

სათადარიგოები: 16. გიორგი თედორაძე, 17. ნიკა სვიმონიშვილი, 18. მიხეილ ბაბუნაშვილი, 19. გიორგი ცუცქირიძე, 20. ბადრი ლიპარტელიანი, 21. თემურ თუთბერიძე, 22. გიორგი ბაბუნაშვილი.

ფიჯი - ურუგვაი

1. საქართველო 2 2 0 0 76-25 9
2. ფიჯი 2 1 0 1 47-49 5
3. ურუგვაი 2 1 0 1 49-72 5
4. პორტუგალია 2 0 0 2 45-71 0

B ჯგუფი

20 მაისი

ნამიბია - ჰონკონგი (12:5 პირველი ტაიმის შემდეგ)

ტონგა - კანადა

1. ტონგა 2 2 0 0 80-27 10
2. კანადა 2 2 0 0 59-35 9
3. ჰონკონგი 2 0 0 2 31-59 0
4. ნამიბია 2 0 0 2 31-80 0

ფინალური დღე. 24 მაისი

0.119671