კალათბურთი

20:44 | 20.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სან ანტონიო” ოლდრიჯით და გაზოლით დაინტერესდა

CBS-ის ცნობით, “სან ანტონიო” “პორტლენდის” ცენტრ ლამარკუს ოლდრიჯით და “მემფის გრიზლის” მძიმე ფორვარდით მარკ გაზოლით გაძლიერებას გეგმავს.

წყაროს ცნობით, “სან ანტონიო” ოლდრიჯს, რომელიც თავისუფალი აგენტი გახდა, 2 –წლიან კონტრაქტს შესთავაზებს. ტეხასლები ასევე “მემფისის” ცენტრის, მარკ გაზოლის შეძენასაც შეეცდებიან, რომელსაც “დათვებთან” კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.

შემდეგი სეზონისთვის, პოპოვიჩის გუნდს ტიმ დანკანის და მანუ ჯინობილის შენარჩუნებაც უნდა, თუმცა ჯერჯერობით თავად კალათბურთელებს არ მიუღიათ გადაწყვეტილება.

0.123119