ფეხბურთი

19:34 | 20.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“შალკე” გომესით დაინტერესდა

ფლორენციის “ფიორენტინას” 29 წლის ფორვარდმა მარიო გომესმა კარიერა შესაძლოა “შალკეში” განაგრძოს. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

წყაროს ცნობით, გერმანული კლუბის წამომადგენლები “ფიორენტინა”-“პარმას” (3:0) მატჩს დაესწრნენ და გომესს აკვირდებოდნენ.

მიმდინარე სეზონში მარიომ 32 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

გერმანელი თავდამსხმელი 2009-2013 წლებში “ბაიერნის” ღირსებას იცავდა.

0.134544