ფეხბურთი

19:04 | 20.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

 რომან ფიფია: “შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, “დინამოს” ვალი არ აქვს”

“დინამო არენას” საპრესკონფერენციო დარბაზში გამართულ პრესკონფერენციაზე “დინამო თბილისის” მფლობელმა რომან ფიფიამ კლუბის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, კლუბს არანაირი ვალი არ აქვს.

“დინამოს” ვაჩუქე 50 მილიონ დოლარზე მეტი. რომელ ვალზეა საუბარი? ეს არის ჩემი ფირმიდან გადარიცხული ფული. ცნობამ ვალების შესახებ ფედერაციიდან გამოჟონა, რაც სიმართელს არ შეესაბამება. ჩემი აზრით, ამასთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციამ პასუხი უნდა აგოს.

ჩემს მიერ “დინამოში” ჩადებულ მილიონებზე საუბარი უხერხულია. ეს არ არის სალაპარაკო თემა. ზოგიერთი მილიონ ლარსაც არ ხარჯავს” – განაცხადა ფიფიამ.

“შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, 32 მილიონი პირადად ჩემი ფულია. “დინამოს” ვალი არ აქვს” – აღნიშნა ფიფიამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით “დინამოს” დავალიანება 31 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

0.117363