ფეხბურთი

19:00 | 20.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკიმ და ბოატენგმა ვარჯიშის დროს იკამათეს

მიუნხენის “ბაიერნის” დღევანდელ ვარჯიშზე უსიამოვნო ინციდენტი დაფიქსირდა. გუნდის ფეხბურთელებმა, რობერტ ლევანდოვსკიმ და ჯერომ ბოატენგმა, ერთმანეთში იკამათეს და მათ გასაშველებლად თანაგუნდელების ჩარევა გახდა საჭირო.

ინციდენტის მიზეზი უცნობია. ჟურნალისტებმა შემთხვევა იმ დროს დააფიქსირეს, როდესაც ლევანდოვსკისა და ბოატენგს თანაგუნდელები ამშვიდებდნენ.

საბოლოოდ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ვარჯიშიდან ორივე ფეხბურთელი მოკვეთა და მათ გასახდელისკენ მიუთითა.

0.112829