სხვა

16:04 | 20.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები კაჩი-კოშისკენ მიიწევენ

ქართველი სუმოისტებმა ტოჩინოშინმა და გაგამარუმ ნაცუ ბაშოზე მორიგი გამარჯვებები იზეიმეს. ლევან გორგაძემ და თეიმურაზ ჯუღელმა ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე ნაცუ ბაშოზე 6 მარცხის წილ მე-5 მოგებები მიითვალეს და დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დაფიქსირების შანსს ინარჩუნებენ.

მაისის სუპერტურნირის მე-11 დღეს დასავლეთის პირველი მაეგაშირა ტოჩინოშინი აღმოსავლეთის პირველ მაეგაშირა ტაკარაფუჯის გაეჯიბრა და იორიკირით დაამარცხა. რაც შეეხება აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა გაგამარუს, მან დასავლეთის მე-12 მაეგაშირა ტოიოჰიბიკის ასევე იორიკირით სძლია.

ნაცუ ბაშოს მე-12 ტურში ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა ტოიონოშიმას გაეჯიბრება, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც 4:8 მარცხდება. გაგამარუ ძალებს სწორედ იმ ტაკარაფუჯისთან მოსინჯავს, რომელიც დღეს ტოჩინოშინმა დაამარცხა. ქართველ გოლიათს იაპონელთან გასული ხუთივე ბრძოლა წაგებული აქვს.

ამ დროისთვის, მაისის სუპერტურნირს კვლავ 2 ლიდერი ჰყავს: იოკოძუნა ჰაკუჰოს და აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა კაისეის 10-10 მოგება აქვთ.

ნაცუ ბაშოს მე-11 დღის მიმოხილვა

გაგამარუს ორთაბრძოლა 5:37-დან, ტოჩინოშინის – 6:36-დან

0.114489