რუსეთის 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების კაპიტნის გიორგი მახათაძის აზრით, გუნდმა ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ღირსეულად იასპარეზა და დასახული ამოცანა შეასრულა.
რუსები ტურნირის ნახევარფინალში გერმანიასთან დამარცხდნენ (0:1), მაგრამ მიმდინარე წელს ჩილეში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ.
“ღირსეულად ვითამაშეთ, მაგრამ სამწუხაროდ გერმანია ვერ დავამარცხეთ. პირველ ნომრად თამაშს ვცდილობდით და პრინციპში ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა მატჩის მიწურულს გოლი მაინც გავუშვით.
ჩვენ ჯგუფიდან გასვლას და მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრას ვგეგმავდით, რაც შევასრულეთ. პერსონალურად მიზნად კარგად თამაშს და თავის გამოჩენას ვისახავდი. როგორც გუნდის კაპიტანს, ბიჭებისთვის მაგალითი უნდა მეჩვენებინა და მეკარნახა. ეს რამდენად კარგად გამომოვიდა, საკუთარ თავზე ვერ ვისაუბრებ. ყველას ძალიან გაუხარდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოვხდით. ახლა ამ ტურნირისთვის მოვემზადებით და ვეცდებით ძალიან კარგად გამოვიდეთ” – თქვა მახათაძემ სააგენტო tass.ru-სთან საუბარში.